x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აფთარი, პროფესიონალი მკვლელი და ძალიან ჭკვიანი ნადირი, რომელმაც კარგად იცის თავის გადარჩენის ყველა ნიუანსი
image
აფთარი ძუძუმწოვარი ცხოველების ოჯახია, მტაცებელთა რიგისა. ბინადრობს ძირითადად აფრიკაში და აზიის არც თუ დიდ ნაწილში, საინტერესო ისაა, რომ აფთრის ერთერთი სახეობა-ზოლებიანი აფთარი სულ რამდენიმე წელია რაც გამოჩნდა საქართველოში. ზოგადად ზოლებიანი აფთრის დანახვა ფოტოხაფანგის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ნადირი ღამითაა აქტიური, დღისით კი ხშირ ბუჩქნარში იმალება.
თავად აფრიკაშიც კი ძალზე ძნელია აფთრის რამდენიმე სახეობა დააფიქსიროთ, ეს ჭკვიანი ნადირი საკმაოდ ფრთხილია იმისათვის, რომ მასთან ახლო მანძილზე მისვლა მოახერხო.


აფთარს წინა ფეხები გაცილებით გრძელი აქვს ვიდრე, უკანა, რადგან უკანა ფეხები მკვეთრადაა მოხრილი რის გამოც სწრაფად სირბილს ვერ ახერხებს, აფთარს აქვს 4 თითი ბლაგვი ბრჭყალებით, მაგრამ აფთარს აქვს ის რასაც "ცხოველთა მეფე"-ლომიც კი უფრთხის, აფთარს აქვს უმძლავრესი ყბები, საკმაოდ დიდი და ბასრი კბილებით, რომლითაც ისეთი ძვლების დაფშვნა შეუძლია, როგორსაც ლომი ფიზიკურად ვერ უზამს ვერაფერს.


აფთარი ხშირად არასწორად შეფასებულია, როგორს უინტელექტო და დაუნდობელ არსებად, თუმცა ეს ასე ნამდვილად არაა.


აფთარს ჭკუა ყოფნის იმისათვის, რომ დასახლებულ პუნქტებში არ შევიდეს, თუ სოფლის გარეთ მთვრალ ან მძინარე ადამიანს გადააწყდა სახის და თითების ნაწილს აკვნეტს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დაფიქსირებულა შემთხვევები როცა აფთარმა მწყემსებს სათესლე ჯირკვლები და ასო მოაჭამა და წავიდა.



ზოგადად აფთარი იმდენად ჭკვიანია, რომ მსხვერპლს თავად კი არ ესხმის თავს, რადგან იცის სირბილის დაბალი ტემპის გამო მისთვის შედარებით სწრაფი მსხვერპლის მონადირება ძნელია, ამიტომ უთვალთვალებს სხვა მასზე სწრაფ ნადირებს, რომელთა წარმატებული ნადირობის შემდეგ მთელი ხროვითესხმის თავს და ნანადირევს ართმევს, ართმევენ-ლეოპარდს და ლომსაც კი, როგორც უკვე ავღნიშნე აფთრის მძლავრი ყბები და მისი ბასრი კბილები ნებისმიერ ძვალს ამსხვრევს რბილ ქსოვილებთან ერთად. შესაბამისად აფთარს ლომიც კი ერიდება თუ ის მარტოა.


აფთრის მაკეობა 3 თვეს გრძელდება და ის 2-5 ლეკვს შობს და რძით კვებავენ მანამ, სანამ მათი ყბები და კბილები მზად არ იქნება ლეშის ან ახალი ხორცის ნარჩენების საჭმელად.


ზოგადად აფრიკაში აფთარი სანიტარის როლს ასრულებს, ის სწრაფად კლავს დაავადებულ ცხოველებს და ნადირებს და მისი ლეშით იკვებება, რაც ეპიდემიის გავრცელებას აბრკოლებს, თავად აფთარი ინფექციას და ცხოველთა დაავადებებს კარგად იტანს და გარემოს მკაცრს პირობებსაც კარგად ეგუება.


დაფიქსირებულია შემთხვევები როცა ადამიანებმა განსაკუთრებული ნიჭის წყალობით აფთრები ველურ ბუნებაში დაიმეგობრეს, მაგრამ აფთარი არაა ის ნადირი რომელიც ძაღლის ფუნქციას შეითავისებს ოჯახში, ამიტომ ადამიანის და მათი ურთიერთობა უიშვიათეს შემთხვევაში მაინც ველურ ბუნებაში ფიქსირდება.


image

0
572
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
572