x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
,,ჯოკერის ღიმილი"- რატომ იკეთებდნენ აინუს ხალხის ქალები შემზარავ ტატუს?

აინუ ქალების ფოტოებმა შეიძლება ნამდვილი შოკი გამოიწვიონ ხალხში. ტრადიციის მიხედვით, ნორმა იყო ლამაზი ტატუს გაკეთება სხეულზე. რაც შეეხება ამ “ჯოკერის ღიმილს" ტრადიცია ჩამოყალიბდა დაახლოებით 10 000 წლის წინ.image

კულტუროლოგები თვლიან, რომ "ღიმილის" ხატვის ტრადიცია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში, მას დიდი ხნის განმავლობაში მისდევდნენ აინუს ხალხის წარმომადგენლები.

იაპონიის მთავრობის ყველა აკრძალვის მიუხედავად, მე-20 საუკუნეშიც კი, აინუს ხალხი იკეთებდა ტატუაჟს. უკნასკნელი "სწორად" ტატუირებული ქალი გარდაიცვალა 1998 წელს.image
მხოლოდ ქალები იკეთებდნენ ტატუს, ითვლებოდა, რომ აინუს წინაპრებს ეს რიტუალი ყველა ცოცხალი არსების წინაპრის - ოკიკურუმი თურეშ მაჩი, შემოქმედი ღმერთის ოკიკურუმის უმცროსი და ასწავლიდა. ტრადიცია ქალის ხაზით გადიოდა, გოგონას სხეულზე ნახატს დედა ან ბებია ასრულებდა.imageimage
აინუ ხალხის "იაპონიზაციის" პროცესში 1799 წელს შემოიღეს გოგონების ტატუირების აკრძალვა, ხოლო 1871 წელს ჰოკაიდოში მეორე მკაცრი აკრძალვა გამოცხადდა, რადგან ითვლებოდა, რომ პროცედურა ძალიან მტკივნეული და არაადამიანური იყო.image

აინუსთვის ტატუზე უარის თქმა მიუღებელი იყო, რადგან ითვლებოდა, რომ ამ შემთხვევაში გოგონა ვერ შეძლებდა დაქორწინებას და სიკვდილის შემდეგ სიმშვიდეს ვერ იპოვიდა შემდგომ ცხოვრებაში.

აღსანიშნავია, რომ ცერემონია მართლაც შემზარავი იყო: 7 წლის გოგონებზე იწყებდნენ ტატუს მოხატვას, წლების განმავლობაში იხატებოდა და ზუსტად ქორწილის დღეს სრულდებოდა. ბასრი მაკირის დანით ტუჩების ირგვლივ ჭრილობებს აკეთებდნენ, რომლებიც ივსებოდა კერიდან, ქალღმერთ ფუჩის სამყოფელიდან ამოღებული ჭვარტლით. ითვლებოდა, რომ ის იყო დამცველი პრობლემებისა და დაავადებებისგან, ასევე ეხმარებოდა დაბადებისა და სიკვდილის მომენტებში.image
პატარძალი რიტუალის დროს განიცდიდა მძიმე ტკივილს, მაგრამ აინუს სჯეროდა, რომ გოგონა ასე ემზადებოდა მშობიარობისთვის. თუ ტკივილი აუტანელი იყო, გოგონას ძალით აკავებდნენ.image
ღიმილის ტატუს შემდეგ ტუჩები ნახშირივით ჰქონდათ, ბევრს განუვითარდა სიცხე, ძლიერი შეშუპება. გოგონები პრაქტიკულად ვერ ჭამდნენ და მუდმივად ეძინათ. დამახასიათებელი ღიმილის ტატუს გარდა, აინუს ხელებზე გეომეტრიული ნიმუშების დანახვა შეიძლებოდა, ისინი მას ტანზე თილისმად იყენებდნენ.imageimage







0
255
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0