x
მეტი
  • 02.02.2023
  • სტატია:125354
  • ვიდეო:355904
  • სურათი:498238
100 წლის მეგობრები - ქალის და კაცი მეგობრობის არაჩვეულებრივი ისტორია
image

არა და ჯეფ ბენკსი და სელესტ ბირნი მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.


ვიღაც კიდევ ბედავს და ამბობს, რომ კაცსა და ქალს შორის მეგობრობა არ არსებობს?! მითი ბრიტანელმა ჯეფ ბენკსმა და ამერიკელმა სელესტ ბირნმა დაამსხვრიეს. თითქმის 84 წელია ისინი ნამდვილი მეგობრები არიან, თუმცა - მიმოწერით.



ურთიერთობა დაიწყო ჯერ კიდევ 1938 წელს, როდესაც ჯეფმა და სელესტმა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიწერეს ერთმანეთს წერილი, რომელიც აერთიანებდა სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან. იმ მომენტში ისინი 16 წლის იყვნენ, ახლა კი მეგობრებმა ასი წლისთავი აღნიშნეს.




- გიმნაზიის ბოლო კლასში ვსწავლობდი. როდესაც გვითხრეს, რომ პროგრამის ფარგლებში ამერიკელებთან უნდა გვქონოდა მეგობრული მიმოწერა, ასე და ამგვარად მივიღე წერილი ამერიკელი გოგონასგან და მას შემდეგ ჩვენ უბრალოდ მიმოწერა გვქონდა, ”- იხსენებს ჯეფ ბენქსი.


ერთი წლის შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, მაგრამ მიმოწერაში ამან ხელი არ შეუშალა ახალგაზრდებს. წერილები იგზავნებოდა მაშინაც კი, როცა ბენქსი წყნარ ოკეანეში ბრიტანულ ავიამზიდ HMS Illustrious-ზე მექანიკოსად მსახურობდა.


-იმ დროს ომის გამო გვიჭირდა კავშირის შენარჩუნება. ჩემი წერილების ნაწილი, სელესტს იმ დროს გავუგზავნე, როცა ბრძოლები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, თუმცა ადრესატამდე მხოლოდ გამარჯვების შემდეგ მიაღწია და მანაც მაშინვე გამომიგზავნა პასუხი, - ამბობს ჯეფი.


რაც დრო გადიოდა, ჯეფმა და სელესტმა განაგრძეს თავიანთი აზრებისა და გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარება.


- უბრალოდ ვსაუბრობდით ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ჩვენს ოჯახებზე, ერთმენეთის ამბებს ვუზიარებდით . ვფიქრობ, ერთ-ერთ წერილში მას გავუგზავნე 1953 წლის ბრიტანული გაზეთის ასლი, რომლის გარეკანზე დედოფალ ელიზაბეტ II-ის კურთხევა იყო აღბეჭდილი - დასძენს ბენქსი. - სელესტი ძალიან საინტერესო ადამიანია, მასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა. ის ყოველთვის ჩემს გვერდით იყო.

image

და აი პარადოქსი - წლები მიმოწერის განმავლობაში, ამ წყვილიდან არცერთს არ გაჩენია მეორეს მიმართ სასიყვარულო ფანტაზიები..


”ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ, ისევე როგორც მეზობლად მცხოვრები ადამინები”, - განმარტა სელესტ ბირნმა.


სელესტმაც და ჯეფმაც ბედნიერი ოჯახები შექმნეს, გააჩინეს შვილები, აღზარდეს შვილიშვილები.


ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მეგობრებმა შეწყვიტეს ქაღალდზე დაწერილი წერილების გაგზავნა და ახლა ერთმანეთს Zoom-ის ვიდეო ზარების საშუალებით უკავშირდებიან ერთმანეთს.

image

- სელესტას მხედველობა დაუქვეითდა, ამიტომ წერილებს ძირითადად დედისგან არც თუ ისე შორს მცხოვრებ მისი ქალიშვილს მეილზე ვუგზავნი - თქვა ინგლისელმა. - ელექტრონიკა ჩემთვის ხსნაა, რადგან ბოლო დროს ხელით წერა მიჭირს.


როდესაც მეგობრები 80 წლის გახდნენ, სელესტი და ჯეფი მხოლოდ მაშინ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველად 2002 წელს, როდესაც ბენქსი ნიუ-იორკში ჩავიდა და ბირნი იმ დროს ნიუ ჯერსიში ცხოვრობდა. მეორედ ბენქსი მეგობარის მოსანახულებლად ორი წლის შემდეგ, 2004 წელს ჩავიდა აშშ-ში სტუმრად.

image


ახლა მათ 100 წელს მიაღწიეს და არც ისე კარგად გრძნობენ თავს, რომ ოკეანე გადალახონ, მაგრამ ყოველთვის მზად არიან, კეთილი სიტყვით მხარი დაუჭირონ ერთმანეთს.


image

1
164
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
164
  
2022, 20 დეკემბერი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1