x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ივანა კნოლი-ყველაზე პოპულარული გულშემატკივარი მსოფლიო ჩემპიონატზე
image

მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე სექსუალური გულშემატკივარი ივანა კნოლი მუდმივად ფანებით არის გარშემორტყმული, რომლებიც მასთან ერთად სელფის გადაღებას ითხოვენ, მით უმეტეს მას შემდეგ, როდესაც 5 დეკემბერს მისმა საყვარელმა ხორვატიამ იაპონია დაამარცხა - თან გოგონამ დატროლა მოწინააღმდეგები, მატჩის შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის სუშის ჭამს.


30 წლის ყოფილმა "მის ხორვატიამ" რომელიც ყატარში გაზეთების მთავარი გმირი გახდა გარეგნობის და უპირველეს ყოვლისა ხალვათი ჩაცმულობის გამო, კვლავ პოზირებდა თავისი ქვეყნის ფერებში იაპონიასთან 1/8 ფინალში ხორვატიის დრამატული გამარჯვების შემდეგ.

image


კნოლის გუნდმა აზიის ძლიერ გუნდს პენალტების სერიით 3-2 მოუგო - 90 წუთი და შემდეგ დამატებით დრო ყაიმი 1:1 თამაშის შემდეგ.


მსოფლიო ჩემპიონატის "ყველაზე სექსუალური გულშემატკივარი" მატჩის წინ იაპონელ გულშემატკივრებთან ერთად ფოტოებს იღებდა და საინტერესო დაპირისპირების შემდეგ არაერთხელ იქნა შემჩნეული, როდესაც პრესას ინტერვიუს აძლევდა.

image

მატჩის წინ ინსტაგრამზე კნოლმა დასცინოდა იაპონელს და აჩვენა ფოტო, სადაც ის სუშის ჭამდა წარწერით: "იაპონია, ჩვენ თქვენთვის მზად ვართ !"

image

ხოლო მატჩის შემდეგ მოდელმა 1, 2 მილიონ გამომწერს გაუზიარა სუშის ჭამის სრული ვიდეო.


კნოლი მთელი ტურნირის განმავლობაში, მუდმივად ჩნდებოდა გადაჭედილ სტადიონებზე, სადაც ის G-string საცურაო კოსტუმით და სხვა თვალისმომჭრელი შილიფი სამოსით ჩნდებოდა, რომლებსაც შეეძლო მკაცრ ისლამურ ქვეყანაში მისთვის პრობლემები შეექმნა.

image

ყატარმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჩაცმასთან დაკავშირებით მკაცრი წესები შემოიღო, ქალებმა უნდა დაიფარონ მხრები და მოერიდონ მოკლე კაბების ტარებას.


არის დაწესებული ჯარიმები და პატიმრობაც კი იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც დაარღვევენ დრეს-კოდის წესებს ამ კონსერვატიულ ქვეყანაში.


პოტენციური კულტურული შეტაკების კომენტირებისას კნოლმა თქვა: ”თავიდან ვფიქრობდი, რომ თუ მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდებოდა იქ (ყატარში), რა თქმა უნდა, ისინი მოგვცემდნენ საშუალებას გავაკეთოთ ყველაფერი, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.რომ ყველა გულშემატკივრისთვის კომფორტული ყოფილიყო, შედეგ გავიგე წესების შესახებ და შოკირებული ვიყავი. ჩაცმის კოდი კრძალავს მხრების, მუხლების, მუცლის და სხვა ყველაფრის ჩვენებას და გავიფიქრე: „ღმერთო ჩემო, ტანსაცმელიც კი არ მაქვს ამ ყველაფრის დასაფარად“.

image

„ძალიან გავბრაზდი, რადგან თუ მუსლიმი არ ვარ და თუ ევროპაში პატივს ვცემთ ჰიჯაბს და ნიქაბს, ვფიქრობ, რომ მათაც პატივი უნდა სცენ ჩვენს ცხოვრების წესს, ჩვენს რელიგიას და ბოლოს მე ვიცვამ კაბებს, ბიკინებს, რადგან კათოლიკე ვარ. ხორვატიიდან, რომელიც აქ მსოფლიო ჩემპიონატის გამოა ჩამოსული“.


მან დაამატა: ”მაგრამ როცა ჩამოვედი, გამიკვირდა, რომ ტანსაცმელზე არანაირ პრობლემას არ გიქმნიან, გაძლევენ საშუალებას, ჩაიცვა რაც გინდა – გარდა სამთავრობო შენობების სიახლოვეს.. ბოლოს და ბოლოს ეს ნორმალურია ”.

image

კითხვაზე, არსებობს თუა რა მისი დაპატიმრების საშიშროება, კნოლმა უპასუხა, რომ არ ეშინია მსგავსი რამის.


კნოლის საყვარელი გუნდი შაბათს დილით მეოთხედფინალში ტურნირის ფავორიტ ბრაზილიას დაუპირისპირდება.

0
125
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0