x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"გაბერილი" ერბოკვერცხი – 4 ულუფა – 1 კვერცხით

ამ რეცეპტით ერბოკვერცხი ფუმფულა და მოცულობითი გამოდის. ამიტომ, ერთი კვერცხი სავსებით საკმარისია. ის მარტივად და სწრაფად მზადდება და ყველაზე გამოუცდელი დიასახლისიც კი გაუმკლავდება.


image


თუმცა, ვიდრე რეცეპტზე გადავალთ, სასურველია გავიხსენოთ, რომ კვერცხი და სხვა პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს, ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს. ასეთ დასკვნამდე მივიდა ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის (Northwestern University, ილინოისი, აშშ) მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც კვლევას წლების მანძილზე ატარებდა, ხოლო პრეს–რელიზი MedicalXpress-ში გამოქვეყნდა.

სპეციალისტებმა 6 სახის კვლევა ჩაატარეს, რომლის დროსაც 615 ადამიანმა შეავსო სპეციალური კითხვარი. ანკეტირების შემდეგ, რესპონდენტებზე დაკვირვება 31 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. გაირკვა, რომ დღეში 300 მგ. ქოლესტერინის მიღების შემთხვევაში, სისხლძარღვთა დაავადების ალბათობა 17% იზრდება, ხოლო ნაადრევი სიკვდილის რისკი – 18%. მეცნიერებმა ასევე გაარკვიეს, რომ კვირაში 3—4 კვერცხი, 6% გულ-სისხლძარღვთა დაავადების და 8% ნაადრევი სიკვდილის რისკებს ზრდის. ამ თვალსაზრისით, სახიფათოა წითელი ხორციც.

ამიტომ, დაივიწყეთ კვერცხის სასარგებლო თვისებების და იმ რეკომენდაციების შესახებ, რაც (მაგ., «რა მოხდება, თუ ყოველდღე კვერცხს მიირთმევთ?») აქამდე იცოდით და იგივე სარგებლის მისაღებად სხვა, უფრო უსაფრთხო პროდუქტები შეარჩიეთ.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერები კვერცხის და დიდი რაოდენობით ქოლესტერინის შემცველი სხვა პროდუქტების (იხ. სია) რაციონიდან მთლიანად ამოღების რეკომენდაციას არ იძლევიან. რადგან ამ პროდუქტებში მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებია, მათ შორის ამინომჟავები, რკინა, ქოლინი... გარდა ამისა, მცირე რაოდენობის ქოლესტერინი აუცილებელია თავის ტვინის გამართულად მუშაობისთვის. ასე, რომ, შეგიძლიათ, 3 დღეში ერთხელ – 1 კვერცხი, ან კვირაში ერთხელ – 2 კვერცხი მიირთვათ.

და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ქვემოთ მოცემული რეცეპტი უფრო აქტუალური ხდება, რადგან სრულფასოვანი საუზმის მიღების შემდეგ, ორგანიზმში მხოლოდ კვერცხის მეოთხედი ხვდება.


ინგრედიენტები:


კვერცხი – 1 ცალი
რძე – 5 ს. კ.
წყალი – 5-7 ს. კ.
ფქვილი – 2 ს. კ.
მარილი – გემოვნებით
ზეთი – შესაწვავად


მომზადება:


I. თასში ათქვიფეთ კვერცხი და მარილი.

II. დაუმატეთ რძე, ფქვილი და იქამდე თქვიფეთ, ვიდრე ერთფეროვანი მასას არ მიიღებთ.

III. დაამატეთ წყალი იმდენი, რომ მასა ძალიან სქელი არ იყოს.

IV. მოუსვით ზეთი ტაფას, ჩაასხით მიღებული მასა > დაახურეთ სახურავი და შეწვით ორივე გვერდიდან.

ერთი გვერდი რომ შეიწვება, 4 ნაწილად გაყავით და ისე გადააბრუნეთ.


P.S. აქვე წარმოგიდგენთ დიდი რაოდენობით ქოლესტერინის შემცველი პროდუქტების ჩამონათვალს. მასში ქოლესტერინის რაოდენობა, მოცემულია 100 გრ. პროდუქტზე გაანგარიშებით:

შენიშვნა: ზოგიერთ შემთხვევაში, პროდუქტის რაოდენობა ინდივიდუალურად არის მითითებული. მაგ., კვერცხის გული (1 ცალი) – 202 მგ., ხოლო კარაქი (1 ჩ. კ.) 12 მგ. ქოლესტერინს შეიცავს.

ტვინი — 2 000 მგ.

თირკმელი — 1126 მგ.

ღვიძლი — 438 მგ.

კვერცხის გული (1 ცალი) — 202 მგ.

კალმარები, კიბორჩხალები — 150 მგ.

ცხვრის ხორცი (მოხარშული) — 98 მგ.

კონსერვირებული თევზი — 95 მგ.

ხიზილალა — 95 მგ.

საქონლის ხორცი (მოხარშული) — 94 მგ.

ყველი (ცხიმიანობა 50 %) — 92 მგ.

ქათმის მუქი ხორცი და ფრინველის ხორცი — 91 მგ.

არაჟანი (30 %) — 91 მგ.

კურდღლის ხორცი — 90 მგ.

ღორის ხორცი — 88 მგ.

თევზი (საშუალო ცხიმიანობის) — 88 მგ.

ქათმის თეთრი ხორცი — 80 მგ.

მდნარი და მარილიანი ყველი (ქარხნული) — 68 მგ.

არაჟანი (20 %) — 68 მგ.

კრევეტები — 65 მგ.

ძეხვი (მოხარშული) — 60 მგ.

ხაჭო (ცხიმიანობა 18 %) — 57 მგ.

ნაყინი (პლომბირი) — 47 მგ.

ნაყინი (ცხიმიანობის მიხედვით) – 14 — 35 მგ.

სოსისი (1 ცალი) — 32 მგ.

ხაჭო (ცხიმიანობა 9%) — 32 მგ.

რძე (3 %) კეფირი (3 %) (1 ჭიქა) — 29 მგ.

კარაქი (1 ჩ. კ.) — 12 მგ.

ხაჭო (უცხიმო) – 9 მგ.

რძე (1 %), კეფირი (1 %) (1 ჭიქა) — 6 მგ.

მაიონეზი (1 ჩ. კ.) — 5 მ. გ.

არაჟანი (30 %) 1 ჩ. კ. — 5 მგ.

რძე (უცხიმო), კეფირი (უცხიმო) (1 ჭიქა) — 2 მგ.

აქ მოცემული ინფორმაციის ანალიზის შემდეგ, შემდეგი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო ის პროდუქტები კი არ არის, რომელიც დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს, არამედ ის, – რომელსაც ყველაზე ხშირად მოვიხმართ, რადგან ვთვლით, რომ მათ მხოლოდ სარგებლის მოტანა შეუძლიათ (მაგ., კვერცხი: ამაღლებს იმუნურ სისტემას, ამცირებს სტრესს და ნერვიულობას, ხელს უწყობს კბილების და ძვლების გამაგრებას, აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციას, სასარგებლოა მხედველობისთვის და ა. შ) და ისეთ მაჩვენებელს არ ვითვალისწინებთ, როგორიც ქოლესტერინის შემცველობაა. აუცილებელია, რომ თავად დავეჩვიეთ პროდუქტების სწორედ შერჩევას და ჯანსაღ კვებას და შვილებიც მივაჩვიოთ. ყველაზე მთავარი კი, ზომიერების დაცვაა, განსაკუთრებით, ქოლესტერინით «მდიდარი» პროდუქტების შემთხვევაში.


image



imageimageimageimage





0
726
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
726
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0