x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჭიანჭველაჭამია შინაურ ცხოველად, ოვალოფობია...- ისტორიული ფიგურების ექსცენტრიული ჩვევები

ისტორიის ზოგიერთი შესანიშნავი პერსონაჟი, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეულწილად ექსცენტრიული იყო. აი ნათელი მაგალითებიც:

1. სალვადორ დალი- ეს მხატვარი ყოველმხრივ ექსცენტრიული იყო. შინაურ ცხოველად ჭიანჭველაჭამია ჰყავდა, რომელსაც ქუჩაში ასეირნებდა ხოლმე, ასევე მოსწონდა ლექციების წაკითხვა, მყვინთავის კოსტუმში გამოწყობილს.image

2. პაბლო პიკასო- უმიზეზოდ მხატვარს უყვარდა პისტოლეტით ჰაერში სროლა. არასდროს უთქვამს რატომ აკეთებდა ამას, უბრალოდ ძალიან ხალისობდა ხოლმე.image

3. ენდი უორჰოლი- 23 წლის ასაკში უორჰოლმა თმა გაითეთრა, რათა არავის ენახა მისი დაბერება. ამით ის გეგმავდა თავის დაღწევას „ვალდებულებისგან“, რომ რაღაც მომენტში „ზრდასრული მამაკაცი“ გამხდარიყო.image

4. ნიკოლა ტესლა- ცნობილ მეცნიერს სჯეროდა „ევგენიკის“. ეს არის შერჩევის დოქტრინა ადამიანთან მიმართებაში, ასევე მისი მემკვიდრეობითი თვისებების გაუმჯობესების გზები.image

5. ალბერტ აინშტაინი- მეცნიერს არ უყვარდა წინდების ტარება, რადგან ეშინოდა, წინდები ცერა თითზე არ გახეოდა, რადგან ამ შემთხვევაში ღიზიანდებოდა ხოლმე.image

6. ონორე დე ბალზაკი- ფრანგი მწერალი იმდენად გახდა ყავაზე დამოკიდებული, რომ დღეში 5 ფინჯანიდან ნახევარ კილოგრამ ყავის მარცვლამდე მივიდა.image

7. პოლ გოგენი- ფრანგი მხატვარი იყო საფონდო ბროკერი, რომელიც თავისუფალ დროს ხატავდა. ერთ დღეს მან გადაწყვიტა დაეტოვებინა ცოლი და ხუთი შვილი გაფრთხილების გარეშე და წასულიყო ტაიტიში. თავის ახალ რეზიდენციაში მან დახატა კარიერის ყველაზე ცნობილი ნახატები და დაქორწინდა იქაურ ქალზე.image

8. ჰანს ქრისტიან ანდერსენი- მიუხედავად იმისა, რომ ის იყო შესანიშნავი კლასიკური მწერალი, მას ძალიან ცუდი მართლწერა ჰქონდა და სხვადასხვა ადამიანებს უხდიდა ფულს, რომ გამოესწორებინათ მისი წიგნები გამოქვეყნებამდე.image

9. ალფრედ ჰიჩკოკი- რეჟისორს ოვოფობია აწუხებდა - ოვალური საგნების და განსაკუთრებით ქათმის კვერცხების უკონტროლო შიში.image

10. მაო ძედუნი- ჩინეთის მმართველს მთელი ცხოვრების მანძილზე კბილები არ გამოუხეხა, ამიტომ სიბერეში უკბილოდ დარჩა. როცა მას ამის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: „როდესმე გინახავს ვეფხვის კბილების გახეხვა?“image

11. თომას ედისონი- გამომგონებელი იყენებდა"პოლიფაზური ძილის ციკლს", რომელიც გულისხმობს 8 საათის ძილს, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება, მაგრამ განაწილებულია რამდენიმე 20 წუთიან შესვენებაზე მთელი დღის განმავლობაში.image

0
160
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0