x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
უპრეცედენტო შემთხვევა:10 წლის ამერიკელ ბიჭუნას 60 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
image

ბიჭმა საკუთარი დედა მოკლა.


აშშ-ის ვისკონსინის შტატში სამართალდამცავებმა უპრეცენდენტო გადაწყვიტილება მიიღეს და აპირებენ ბრალი წაუყენონ 10 წლის ბიჭს და გაასამართლონ როგორც ზრდასრული პიროვნება, რაც ძალზე იშვიათი პრეცენდენტია შეერთებულ შტატებში.


მოზარდმა დედა გასულ კვირას ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.



პირველ დაკითხვაზე მან თქვა, რომ შემთხვევით კედელს ესროლა.


ბიჭმა პოლიციას უთხრა, რომ სეიფის გასაღები, სადაც იარაღი ინახებოდა დედას გამოართვა და დასძინა, რომ როდესაც სროლისთვის პოზიცია დაიკავა, მის შესაშინებლად კედელზე უნდოდა სროლა, მაგრამ ის წინ დაუდგა.

image

თუმცა ნათესავებმა პოლიციას განუცხადეს, რომ ბავშვი აგრესიისკენ არის მიდრეკილი და შემჩნეულია შინაური ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაში.ჯერ კიდევ ოთხი წლის იყო, როდესაც ლეკვი კუდიდან დაიჭირა და იმდენი აქნია, რომ საცოდავი ტკივილისგან წკავწკავებდა.


სისხლის სამართლის საჩივარში ნათქვამია, რომ ექვსი თვის წინ 10 წლის მოზარდმა ბუშტი აალებადი სითხით შეავსო და ცეცხლი წაუკიდა, რის გამოც მათ სახლის ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა, რა დროსაც დაიწვა ხალიჩა.


ბიჭის და-ძმამ ასევე განუცხადეს პოლიციას, რომ 10 წლის ბავშვი თერაპევტთან ჰყავდათ, რომელმაც მას შემაშფოთებელი დიაგნოზი დაუსვა, რის გამოც დედამ მათ სახლში კამერები დაამონტაჟა.


კამერები ორი კვირის წინ გამორთეს.


ოჯახის წევრები ნანობენ, რომ დროულად არ ჩაერივნენ საქმეში..." რადგან იცოდნენ, რომ საბოლოოდ რაღაც ცუდი მოხდებოდა"


შემდგომმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 44 წლის კვიანა მანს დამიზნებით თავში ესროლეს. ტრაგედიის შემდეგ ბიჭუნამ თავისი და გააღვიძა, რომელმაც პოლიცია გამოიძახა.

image

ყველამ შეამჩნია, რომ ბიჭი არ ტიროდა, არანაირად არ ნანობდა დედის გარდაცვალებას. და უკვე მეორე დაკითხვაზე მან აღიარა, რომ დედაზე იყო გაბრაზებული, რადგან მან აუკრძალა Amazon-იდან ვირტუალური რეალობის ჩაფხუტის შეძენა. ქალის გარდაცვალების მეორე დღესვე ბიჭმა ონლაინ მაღაზიიდან გამოიწერა ვირტუალური ჩაფხუტი.


გადაწყდა, რომ მოზარდს, რომელიც ოდნავადაც არ ნანობს დედის მკვლელობას, როგორც მკვლელობაში ბრალდებულ სრულწლოვანს, ისე გაასამართლებენ;

ის უკვე იმყოფება არასრულწლოვანთა სპეციალურ კოლონიაში. თუ სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს, მას ციხეში მინიმუმ 60 წელიწადი მოუწევს ყოფნა.


0
1191
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0