x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
"შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ ნაძვის ხეს"- რას წერს ელენე ხოშტარია?

image

პარტია “დროას” დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია სოციალური პლატფორმის საშუალებით ავრცელებს მოსაზრებას, სადაც მოქალაქეებს დღეს, კვირას, 19:00 საათზე მოუწოდებს თავისუფლების მოედანზე შეკრებას.


მათი მიზანია ნაძვისხისათვის შავი სამგლოვიარო ლენტების შემოხვევა, რომელიც კავშირშია კიდევ 5 ქართველის დაღუპვასთან უკრაინა-რუსეთის ომში.


მოგეხსენებათ, ქართველი მებრძოლები ბახმუტის მიმართულებაზე დაიღუპნენ.


გთავაზობთ ელენე ხოშტარიას მოწოდებას საზოაგდოებისადმი:



“კვირას, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ ნაძვისხეს. ჩვენ წავალთ და ასე გამოვხატავთ გლოვას და პროტესტს ყალბ მშვიდობაზე. ჩვენი რეალური მშვიდობისთვის დაიღუპა 33 ქართველი ჯარისკაცი. მადლობა იდეისთვის გულიკო ზუმბაძე. დიდება გმირებს” .

1
54
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
54
  
2022, 4 დეკემბერი, 21:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1