x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არასოდეს მითქვამს ასეთი რამ, რასაც ახლა ვიტყვი..."- რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი სამართლის"ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც ამა თუ იმ პარტიის ამომრჩეველს საჯაროდ მიმართავს და ქვეყნის გადასარჩენად ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. დეპუტატის ვრცელ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


"არასოდეს მითქვამს ასეთი რამ, რასაც ახლა ვიტყვი: "იმისტებო ამისტებო" კეთილებო არაკეთილებო, ხომ ხედავთ რომ წითელ წიგნში შესატანი გახდება ეს ქვეყანა, როგორც ექსპონატი გადაშენების გზაზე მდგარი უძველესი კულტურისა, ტურა, მელა და მგელი და ყველა "უხსენებელი" პოლიტიკაში თუ ისე, სანატრელი გახდება იმდენად გადაჯიშებული ჰიბრიდი, ადამიანზე დამყნილი წარმონაქმნი დარჩება მხოლოდ


ჯიპებზე წამოსკუპებული -მოსიარულენი, "ცემენტის " მაღალსართულიანი -ერთმანეთზე მიკრული შენობებით, კორპუსებით გადაჭედილ, გადატვირთულ, საწამლავად ქცეულ -ქიმიური გამონაბოლქვით ქუჩებში, ცუდად მოკირწლულ ქუჩებზე ასევე "ცუდად"- უხერხულად ქუსლებზე მოსიარულე ბრენდული სამოსით გაკვირვებული "საზოგადოებით", რომელთა სიცოცხლის არსი და ცხოვრების მიზანი, მხოლოდ ერთ სილამაზის სალონში დაგრძელებული ფრჩხილის მოვლით იწყება და მეორე სალონში დაგრძელებული თმის ვარცხნილობით სრულდება, ( არა, ცუდი კი არ არის თავის მოვლა-კარგია, აი მიზანი რომ არის, სიცოცხლის და კაცობრიობის "მიზანი" და დანიშნულება რომ "გგონია" ეს აღვნიშნე თორემ.... ცუდი ენის "დაგრძელებას" თმის დაგრძელება ჯობია ალბათ )


ამ დროს კი აქვე ჩვენს გვერდით ქუჩები ივსება საშოვარზე გამოსული ქალებით და კაცებით, შვილები რომ გამოკვებონ, ქუჩაში, სიცივეში ხელგაწვდილი მოხუცებით სიკვდილის რომ აღარ ეშინიათ, რადგან ასეთი სიცოცხლის უფრო ეშინიათ!


გამანიაკებული, მონაზვნებზე და ბავშვებზე დაგეშილი მოძალადე კაცებით, "ჰორმონარეული", პირადი ცხოვრებით დაუკმაყოფილებელი -სხვისი ცხოვრებით დაინტერესებული ცნობისმოყვარე ქალებით და კაცებით, უცნაურად დახაზული ქუჩებით-ტროტუარებით, მოკლული ქალების და ბავშვების საშიში ქალაქი შეგვრჩება ბოლოს, კორუფციაში ჩაფლული ჩემი გაძარცვული, ჩემი -ჩვენი ქვეყანა გადასარჩენია.


რადგან :



" არის ხალხი რკინიგზები,

არის ავტო-მოტო -ველო,

არის ოჯახებიც, მაგრამ

ეს არ არის საქართველო".


გაერთიანდით, რადგან უნდა გადარჩეს -უნდა გადარჩეს ჰომო-საპიენსი-უნდა გადარჩეს სიტყვა -ადამიანი, საქართველო უნდა გადარჩეს-სხვა გზა არ არსებობს !" - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი სოციალურ ქსელში.

0
595
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
595