x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"გზავნილი მარსიდან" – უცნაური იეროგლიფებით ამოტვიფრული კოსმოსური ქვა

1908 წ. მეტეორიტი, რომლის დიამეტრმა, დაახლოებით, 25 სმ-ი იყო, კოსმოსური სივრცე გამოიარა და კოვიჩანის ხეობაში (ბრიტანეთის კოლუმბია) ჩამოვარდა. მასზე უცნობი იეროგლიფები იყო ამოტვიფრული.


imageეს არ არის ის ქვა, რომელიც, სავარაუდოდ, კოვიჩანის ველზე აღმოაჩინეს. მაგრამ ის, ამ ქვის მსგავსი იყო.


ეს მოვლენა, ზაფხულში მოხდა, როდესაც ბილი მაკკინონი, ანგუს მაკკინონი 14 წლის შვილი, დაახლოებით, 11:30 სთ–ზე ბაღში მუშაობდა. მას მეტეორიტმა გვერდით ჩაუქროლა და იმ ადგილიდან, სადაც ის იდგა, 15–20 სმ–ს დაშორებით, დაეცა.

საბედნიეროდ, ბილი არ დაშავებულა. ის სახლში გაიქცა და მამას დაურეკა. მან დეტალურად აუხსნა, რაც მოხდა და ის, თუ როგორ გამოიყურებოდა მათ ეზოში ჩამოვარდნილი ქვა. ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, ანგუს მაკკინონმა ყველაფერი მიატოვა და სახლში გამოიქცა. ხოლო, ადგილზე მისულმა აღმოაჩინა, რომ მეტეორიტი ჯერ კიდევ ცხელი იყო. გვერდები მარმარილოსავით პრიალა ჰქონდა, ზედაპირზე კი, იეროგლიფები ჰქონდა ამოტვიფრული.

ეს საოცარი ისტორია, პრესაში იმავე წლის 5 სექტემბერს, სათაურით – «გზავნილი მარსიდან» გამოაქვეყნეს. ხოლო, ამ მოვლენის შემდეგ, ანგუს მაკკინონმა, თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი, იდუმალ ქვაზე, უცნაური ნიშნების გაშიფვრის მცდელობაში გაატარა... თუმცა, სავარაუდოდ, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, რადგან მის მიერ, რაიმე სახის სამეცნიერო ნაშრომი, ან სტატია არ გამოქვეყნებულა.

ამ ისტორიას ახალი სიცოცხლე, 2015 წელს კანადელმა პეტერსონმა (T.W. Paterson) მისცა, რომელიც ბრიტანეთის კოლუმბიის შესახებ ისტორიას, 50 წელზე მეტ ხანს სწავლობდა.

სად არის დღეს ეს ქვა, უცნობია. დარჩა მხოლოდ 115 წლის წინანდელი პუბლიკაცია პრესაში და ახლა უკვე რთული სათქმელია, ეს გაზეთების მიერ გავრცელებული ფეიკი იყო, თუ ამ მოვლენას წარსულში, მართლაც ჰქონდა ადგილი?!


image

არხის სხვა სიახლეები:


* ქვანახშირის მაღაროში აღმოჩენილი 800 მლნ. წლის "პრინცესა" და სარკოფაგი

* ძილის დროს, ორგანიზმში "სარემონტო"–აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს – მეცნიერების აღმოჩენა

* ფარისებრი ჯირკვლის («ჩიყვის») პრობლემის არსებობის 12 ნიშანი – როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ექიმის დახმარება გვჭირდება?

* კუჭის შემცირება და წონაში დაკლება ბუნებრივი გზით

* ერთი პაციენტის 20–მედ დიაგნოზი – რა შეიძლება სჭირდეს ყოფილ პრეზიდენტს?

* გოგონა რეკორდულად გრძელი ფეხებით

* რატომ არ უყვარდა მაიკლ ჯექსონს სარკე და რისი ეშინოდა ყველაზე მეტად?

* "გაბერილი" ერბოკვერცხი – 4 ულუფა – 1 კვერცხით



0
1249
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0