x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საბერძნეთში დააკავეს 31 წლის ქართველი, რომელმაც იტალიაში სავარაუდოდ, ჩვილი დედის თვალწინ აწამა (ვიდეო)

image

31 წლის ქართველი, რომელზეც იტალიის ხელისუფლებამ მის დაკავებაზე ევროპული ორდერი გასცა, ოთხშაბათს, 30 ნოემბერს, შუადღისას, პერისტერში, ატიკის უსაფრთხოების დირექტორატის სამძებრო განყოფილების წევრებმა დააკავეს.


იტალიის ხელისუფლება ეძებდა დამნაშავეს, რომელიც სავარაუდოდ, აწამებდა და ძარცვავდა მოსახლეობას.


2021 წლის მარტში, კალაბრიის დიდ ფერმაში, მან აწამა ჩვილი დედის თვალწინ, რათა ქალს ეთქვა, სად იყო სეიფი.



დაუნდობელი ბანდიტი მარტო არ მოქმედებდა, მას სამი სხვა თანამზრახველი ჰყავდა. ისინი ფერმაში შუადღიდან გათენებამდე ისხდნენ, დედა და ბებია-ბაბუა მძევლად ჰყავდათ აყვანილი, სანამ არ უთხრეს სად მალავდნენ ფულს. ბაბუა კინაღამ მოკლეს.


როგორც ირკვევა, ქართველი ამ ფერმაში გარკვეული ხნის განმავლობაში მუშაობდა.


იტალიის ხელისუფლება მობილიზებული იყო მის დაკავებაზე და როდესაც მათ შენიშნეს მისი მანქანა, დამნაშავე საბერძნეთში გაიქცა, სავარაუდოდ ალბანეთის საზღვარი გამოიყენა.


საბერძნეთში ყოფნის დროს ათენში ცხოვრობდა, პერისტერიონში(ათენის გარეუბანი)მუშაობდა მუშად და მუდმივად იცვლიდა სახლებს და სახელებს . პოლიციას მხოლოდ ორი სახელი იცოდა მის მიერ გამოყენებული ყველა სახელიდან.


ის ბოლოს ნახეს ხელისუფლებამ, ათენის ცენტრში და მას შემდეგ გაუჩინარდა. ბანდიტი საბოლოოდ პერისტერიონში დააკავეს.


დაკავებულ 31 წლის კაცს ყაჩაღობა და მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, საბერძნეთი სავარაუდოდ იტალიას გადასცემს დამნაშავეს.


1
140
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
140
  
2022, 3 დეკემბერი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1