x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ჩემი ბოლო ესემესი სააკაშვილთან ამ შინაარსის იყო" - რა სკანდალურ მიმოწერას ასაჯაროებს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მიმოწერის ბოლო მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსს ასაჯაროებს და წერს:


"ივანიშვილის რეჟიმი არის ისეთი - როგორიც არის. ავტორიტარული და ანტიდასავლური.

ასეთი რეჟიმები ადამიანებს უსამართლოდ ექცევიან და ამიტომ არიან ამოსაძირკვები.

ასეთ რეჟიმებთან ბრძოლას სჭირდება ნებისყოფა.

თუ ნებისყოფა არ გაგაჩნია, ასეთ რეჟიმთან ბრძოლას უნდა გაეშვა და სხვებს ხელი არ შეუშალო.

სააკაშვილს არ გააჩნდა ასეთ რეჟიმთან ბრძოლის მოთმინება და ნებისყოფა.

ამას მისი ნამდვილი გულშემატკივრები მალევე მივხვდით (გაქცევამდე იმდენჯერ გაგვექცა).

თვითონაც მიხვდა, რომ ჩვენ ამას მივხვდით - და უფრო defensive გახდა. რაც მეტად ეშინოდა, მით უფრო “უშიშარი აღმაშენებელი” ხდებოდა და გვლანძღავდა როგორც უღირსებს, რომლებმაც ის ვერ დავიმსახურეთ.

ჩვენ მას გამუდმებით ვუხსნიდით, რომ მისი ჰალუცინაცია “ასიათას ქართველზე” არ ახდება და ახალი როლი უნდა იპოვოს.

ან ნებისყოფა გამოიმუშაოს და ხანგრძლივი ციხისთვის გაემზადოს - თუ არ სჯერა და მაინც უნდა სცადოს.

ან ისე, ან ასე - მესამე არ არსებობდა.

ჩემი ბოლო ესემესი სააკაშვილთან ამ შინაარსის იყო (თუ სუსი კითხულობდა, ალბათ კრებსებშიც იქნება).

დიდგორზე ყრილობის გამართვა რომ უნდოდა, ბოლოჯერ მაშინ ვიჩხუბეთ - თვითგამოცხადებული აღმაშენებლობის გროტესკულობაზე.

მეთქი ან ჩამოდი და გინდა დიდგორზე წადი, გინდა შამქორზე და თავად ნახე - რა კომიკურიც იქნები.

ან თავი გაგვანებე და გვაცადე მეთქი.

მაგრამ რომ ეცლია და უმაგისოდ მოგვეგო, ფარაონი ხომ ვეღარ იქნებოდა?

მოკლედ ეს 2016 წელი იყო.

მას მერე მიშასთან კომუნიკაცია აღარ მქონია.

მას მერე სხვები ელაპარაკებოდნენ და აჯერებდნენ იმას, რისი დაჯერებაც სურდა - რომ ოღონდ ეგ ჩამოვიდეს და ქართველი ხალხი გაათავისუფლებს.

ასე ჩასვეს რძის პროდუქტების კონტეინერში არაადეკვატური წარმოდგენების კაცი და გამარჯვების და ხალხის მხარდაჭერის ტყუილი იმედით ჩამოსულს, წელიწადზე მეტია “კლავენ”.

არ ვიცი კვდება, თუ არ კვდება, ვიცი რომ ცუდადაა - კარგად ვერ იქნება.

მინდა ჯანმრთელად იყოს.

რომ ვიცოდი რომ კარგად ციხეში ვერანაირად ვერ იქნებოდა და ციხის ნებისყოფა მას არ გააჩნდა, ამიტომ ვერ ვიჯერებდი რომ ჩამოვიდა - არ მეგონა ასეთ მანიაკალურ ეპიზოდში, ვერ წარმოვიდგინე რომ ასეთი სიგიჟის გაკეთებაში ხელი არავინ შეუშალა.

ახლა ეს ხალხი, ვინც სააკაშვილს საკუთარი დაწინაურების სურვილით მაამებლურ ტუილებს ეუბნებოდა - სააკაშვილის პარტიის დასათრევად აქციას აწყობს.

ისევ მიშას სახელით უნდათ სადღაც აცოცება.

ცხადია ყველაფერი ჟანრის ლოგიკით განვითარდება." - ვკითხულობთ "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტში.





0
849
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
849