x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
მატლი - ქრისტე, ფენიქსი და იობი... საოცარი დამთხვევა - გამარჯვებული მხოლოდ მატლია
ისინი ერთად არიან - ყველაზე ამაღლებულები და ყველაზე საზიზღრები.


ეს მასალა მიუთითებს მართლაც გასაოცარ იდეაზე, რომ ხელახლა დაბადებული მეფე ალქიმიაში, ხელახლა დაბადებული ფენიქსი ფენიქსის მითში და ხელახლა დაბადებული იაჰვე, მესია, ქრისტეს ამბავში - სამივე თავიდან გამოჩნდა მატლის სახით. გასაოცარია, თუ ამ მასალას სერიოზულად მიუდგები.

image
თავდაპირველი მითის შესაბამისად, ფენიქსი არაბეთში ცხოვრობდა და ყოველ 500 წელიწადში ეგვიპტეში, ქალაქ ჰელიოპოლისში ჩნდებოდა. ბუდეს ხის ტოტებისგან იშენებდა ტაძრის საკურთხეველზე და იქვე იწვავდა თავს.. დამწვარი ფენიქსისგან მოძვრებოდა მატლი, რომელსაც თვითონ ზრდიდა....
image
წ მიდა კლიმენტი რომაელი - პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ: "ვნახოთ აღმოსავლეთის, ე.ი. არაბეთის მხარეებში ქმნილი საკვირველი ნიშანი. არის ფრინველი, რომელსაც ფენიქსი ეწოდება. იგი ერთადერთი იშვება და ცხოვრობს ხუთასი წელი, შემდეგ კი, როდესაც კვდომას უახლოვდება, სადაც მივა, თვით იკეთებს სამარეს საკმევლისგან, მირონისა და სხვა ნელსაცხებლებისაგან და იქ კვდება. როდესაც ხორცი დალპება, იშვება რაღაც მატლი, რომელიც საზრდოობს მკვდარი ფრინველით, ფრთიანდება, შემდეგ კი მომძლავრებული აიღებს იმ სამარეს, სადაც მისი წინამორბედის ძვლებია, აზიდავს მას და არაბეთის ქვეყნიდან გადადის ეგვიპტეში, ე.წ. ჰელიოპოლისში; და დღისით, ყველას თვალწინ, მზის სამსხვერპლოზე აფრინდება, იქ დააწყობს ძვლებს და უკან გაეშურება. ქურუმები სინჯავენ ჟამთააღწერილობებს და აღმოაჩენენ, რომ ხუთასი წლის თავზე მოსულა იგი".


იობის წიგნიდან: "ჩემს ბუდეში აღვესრულები და ჩემი დღეები იქნება მრავალი, როგორც ფენიქსის"

image

იობის ისტორია ფენიქსის ისტორიაა თითქოს... იობმა გაიარა ტრანსფორმაცია, რომელიც მოიცავდა სიბნელის გამოცდილებას და სრულ ცვლილებას მატლის მდგომარეობამდე, რასაც მოჰყვებოდა აპოთეოზი. ფენიქსის მითს სიმბოლური კავშირი აქვს ეგვიპტურ ბალზამირებასთან და სიმბოლიზმის ეს ძირითადი იდეა უკვდავი სხეულის შექმნაა.


არაერთ ტექსტშია ნათქვამი, რომ ფენიქსის სიკვდილი და ხელახალი დაბადება ქრისტეს სიკვდილსა და აღდგომას უტოლდება, ახალშობილი ფენიქსის მატლის სახეს კი ასევე აქვს პარალელები ქრისტეს სიმბოლიზმთან. მაგალითად, 22-ე ფსალმუნში, მე-6 სტროფში, რომელსაც როგორც ებრაელი, ისე ქრისტიანი მეცნიერები განიხილავენ, როგორც მესიის მოქცევას, მესიანურ ფსალმუნს, სადაც ციტირებულია: „მაგრამ მე ვარ მატლი და არა ადამიანი, ლანძღვა ხალხისგან და ზიზღი ხალხში“. ეს ამპლიფიკაცია ასევე ამ თანმიმდევრობას უმატებს ქრისტეს ვნებებსაც. სხვათა შორის, მატლი "აბო თბილელის წამებაშიც" არის ნახსენები უფლის სიმბოლოდ.

image
ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ტრანსფორმაციის პროცესი მის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე ხდება დაპირისპირებათა უმაღლესი კონსტელაციით და ამიტომ არ იღებს ადამიანი უბრალოდ ღვთაებრივი სახის მშვენიერ კომპლექტს. ასე განსჯიდა ალბათ ცალმხრივი რაციონალური გონება - მაგრამ ეს სრულებით არაა ის, რასაც აკეთებენ ცოცხალი სახეები. მიუფურთხებიათ ერთმანეთისთვის: ერთი მხრიდან მატლი - სიცოცხლის დაბალი ფორმა და, მეორე მხრივ, ღვთაებრივი აპოთეოზი. ისინი ერთად არიან - ყველაზე ამაღლებულები და ყველაზე საზიზღრები.


თუმცა ედგარ პოსაც მოვუსმინოთ: " ადამიანის ტრაგედიაში გამარჯვებული მხოლოდ მატლია" . პოს ამ სიტყვებს მრავალი დატვირთვა აქვს!

2
63
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
63
  
2022, 3 დეკემბერი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 3 დეკემბერი, 3:40
სტატიის მოწონება ჩემთვის დიდი სტიმული იქნება, კიდევ უფრო საინტერესო სტატიები მოგიმზადოთ
0 1 2