x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მეცნიერების აღმოჩენამ კარდინალურად შეცვალა ქალის დაორსულების ცნობილი ჰიპოთეზა
image აქამდე ცნობილი აზრი რომლის მიხედვითაც ქალის კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება ყველაზე სწრაფი მამაკაცის სპერტმატოზოიდით მცდარი აზრი აღმოჩნდა და ეს ცდებით დაამტკიცეს მედიცინის ამ სფეროში მომუშავე მეცნიერებმა.


მათი თქმით ქალის კვერცხუჯრედს არ ანაყოფიერებს მამაკაცის ყველაზე სწრაფი სპერმატოზოიდი, რომელიც ყველაზე სწრაფად აღწევს ქალის კვერცხუჯრედამდე, რადგან ქალის კვერცხუჯრედს გააჩნია შერჩევის უნარი და ის თავად ირჩევს სპერმატოზოიდს განაყოფიერებისათვის. ასე რომ მითი ლიდერი ანუ ყველაზე სწრაფი სპერმატოზოიდის უპირატესობაზე კვერცხუჯრედის განაყოფიერებაზე დაინგრა.


სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევებით და ბრიტანული უნივერსიტეტის "University of Manchester Trust Foundation" ფონდით ჩატარებული კვლევების შდეგი გამოაქვეყნა სამეცნიერო ჟურნალმა, "The Royal Society", რომლის მიხედვითაც აქამდე მიღებული ვერსია ქალის კვერცხუჯრედის განაყოფიერება ყველაზე სწრაფი სპერმატოზოიდით მცდარია, მეცნიერების აზრით არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რომელი სპერმატოზოიდი მივა პირველი და რომელი ბოლოს, მთავარი როლი ენიჭება ქალის კვერცხუჯრედს, რომელიც თავად ახდენს მისთვის სასურველი სპერმატოზოიდის "დაჭერას" განაყოფიერებისათვის.


კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მომავალ მამას ქალის რეპროდუქციული უჯრედი ირჩევს ქიმიოტრაქტის დახმარებით.



ჩემთვის როგორც თემაში ჩაუხედავი ადამიანისათვის საინტერესოა, თუ როგორ ხდება ტყუპების ჩასახვა, იმედია ამაზეც იპოვიან მეცნიერები მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხს.




0
386
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
386