x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
შვილიშვილმა ბებიას თავისი ტანსაცმელი ჩააცვა - 94 წლის ჰელენი ინტერნეტ-სენსაციად იქცა

image


არიან მოხუცი ადამიანები, რომელთაც ძნელად შეიძლება უწოდო ბებია ან ბაბუა. და თუ ასეა ეს იმიტომ, რომ ისინი ამსხვრევენ ყველა ასაკობრივ სტერეოტიპს და რჩებიან ახალგაზრდებად თავიანთი გონებითა და სულით და ცხოვრობენ ისეთი აქტიური ცხოვრებით, რომლითაც ახალგაზრდასაც კი შეშურდება.


94 წლის ჰელენი ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს გრძელი და დრამატული ცხოვრებით, მაინც დარჩეს ახალგაზრდად და შთააგონოს სხვებიც კი.



image



ჰელენ რუთ ელამი დაიბადა 1928 წელს და ის უფრო ცნობილია, როგორც ბადიუინკლი.



თავის ასაკიანებს შორის ყოველთვის ყველაზე მაგარი, ელეგანტური სამოსით ჩნდება. მას უკვე ყველა იცნობს მთელს მსოფლიოში და, ალბათ, ამიტომაც ინსტაგრამზე 3 000 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.



მას ადვილად შეუძლია მიიქციოს მთელი ყურადღება ერთი ფოტოს გამოქვეყნებით, სადაც ყოველთვის არაორდინალურად და შესაშურად გამოიყურება 94 წლის ასაკშიც კი. ხალხს აოცებს მისი გაბედული მოდა. ბევრი ფიქრობს, რომ ის არის პოპულარული გამონათქვამის ცოცხალი მაგალითი, რომ ასაკი მხოლოდ რიცხვებია.



მისი მთავარი საიდუმლო ისაა, რომ მიუხედავად ცხოვრების ბევრი ნეგატივისა და დანაკარგებისა, ის არ კარგავს ცხოვრების ხალისსა და ახალგაზრდობას.


ბადიუინკლიმ ცხოვრებაში უზარმაზარი პირადი ტრაგედიები განიცადა. მან ვაჟი დაკარგა სიმსივნით, შემდეგ კი ქმარი - ავტოკატასტროფაში.

მისი პროფესია შორს იყო მომხიბვლელობისგან, რადგან 28 წლის განმავლობაში მუშაობდა ქარხანაში, რომელიც სათადარიგო ნაწილების შეკვეთას ახორციელებდა, ამით არჩენდა ოჯახს. დღეის მდგომარეობით, ამ ქალბატონს ჰყავს 8 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი.



ჰელენი ასეთი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მისმა შვილიშვილმა კენედი ლუისმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ბებიას შვილიშვილის ტანსაცმელი ეცვა. მოულოდნელად, ჰელენმა მეორე დილით ცნობილმა გაიღვიძა და რიანა თავის მიმდევრებს შორის დახვდა. ახლა მას კიდევ უფრო მეტი ცნობილი სახე აფოლოვებს, მათ შორის ქლოე კარდაშიანი, ნიკოლ რიჩი, გვენ სტეფანი, მაილი საირუსი და დრეიკი.



მისი ეს პოზიტივი საოცარია. ის ყველაფერს აკეთებს საკუთარი თავის სიყვარულით და ამატებს იუმორის დიდ დოზას.

მან შეინარჩუნა თავისი შინაგანი ახალგაზრდობა ცხოვრების ყველა აღმავლობისა და ვარდნის დროს. როცა 88 წლის იყო, დაწერა წიგნი სახელწოდებით Baddiewinkle's Guide to Life.



მისი რჩევა მათთვის, ვისაც სურს ბედნიერად იცხოვროს, მარტივია. ის ამბობს:

"ყოველთვის იყავით კეთილგანწყობილი ყველა ადამიანის მიმართ, რომელსაც შეხვდებით".





image


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage


image


















0
342
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0