საზოგადოება „იმას, რაც ჯაბამ გააკეთა ვერასოდეს ვაპატიებდი... ახლაც მუდმივად ვმკურნალობ და ვიღებ პრეპარატებს“ - თამთა ჭელიძე 2022, 1 დეკემბერი, 19:53 მსახიობ ჯაბა კილაძის ყოფილი მეუღლემ, მომღერალმა თამთა ჭელიძემ ჟურნალ "სარკესთან" საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ პერიოდულად ეწყება დეპრესია, მისი თქმით საბოლოდ დეპრესიისგან განკურნება თითქმის შეუძლებელია. ის დეპრესიას სხვადასხვა პრეპარატების მიღებით ებრძვის. . გთავაზობთ ამონარიდს თამთა ჭელიძის ინტერვიუდან. . "საბოლოოდ ამისგან განკურნება თითქმის შეუძლებელია. მუდმივად ვმკურნალობ და ვიღებ გარკვეულ პრეპარატებსაც. დეპრესიას და მის თანმხლებ პრობლემებს არ უნდა შეუშინდე, ყოველდღიურად უნდა იბრძოილო, რომ იყო კარგად. დადგება დრო, როდესაც ამ თემაზე საფუძვლიანად ვისაუბრებ და ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ ადამიანებს. ამ ეტაპზე ჯერ ამისთვის არ ვარ მზად" - აღნიშნავს თამთა ჭელიძე. , კითვაზე ვნანობ თუ არა ოჯახის შექმნას, გეტყვით რომ არასდროს არ ვნანობ.. ისეთი შვილი მყავს, რომ სულ ვფიქრობ, იმიტომ დავიბადე, ასეთი შვილი რომ მყოლოდა. ჩემთვის სერიოზული დარტყმა იყო, როცა ოჯახში ამერია რაღაცეები. ორსულობაც რთული მქონდა, შვიდი თვე შენარჩუნებაზე ვიწექი. ექიმმაც გამაფრთილა, რომ თუ დაწვები გააჩენ, ისე ვერაო. სამი წელი შვილი არ მყავდა და გადავწყვიტე, რომ რაც არ უნდა დამჯდომოდა მაინც გამეჩინა. ძალიან ცუდად ვიყავი, ჩემთვის ოჯახის დანგრევა ქვეყნის დაქცევას გავდა. იმდენი შრომა მქონდა ამ ყველაფერში ჩადებული, თან ძალიან მიყვარდა მეუღლე. რთული მშობიარობა მქონდა შვიდთვიანი ორსული ავდექი პირველად, ერთხელ ვიტირე ორსულობის დროს რადგან მინდოდა ნაყოფს არ შექმნოდა პრობლემა და ჯანმრთელი ბავშვი გამეჩინა. იმდენად ვნერვიულობდი, ვერ ვიტყვი რეები მემართებოდა. სხვათაშორის არც ფსიქოლოგთან არ ვარ ნამყოფი არასოდეს, ყოვეკლთვის მარტო ვიბრძოდი. . მდგომარეობიდან იმან გამომიყვანა, რომ ტელევიზორში კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერა მოვისმინე და ძალიან მომეწონა. ლევან ლაზარიაშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარია, მას ვთხოვე მაიკოს გაცნობა რომ მინდოდა. მან დაწერა და ლევანთან ერთად დუეტი ჩავწერე, რომელიც ძალიან მალე გაჰიტდა და ყველას მოგვეწონა. კლიპი გადავიღე ისიც კარგი გამოვიდა, ყველგან ტრიალებდა. ასეთი პოპულარული რომ ხარ და უცებ გაჩერდები ეს ძალიან გაკომპლექსებს და განგრევს. . 600 შეფასება არ არის
|