x
image
თეონა გორდეზიანი
საოცარი ფოტოკადრი, რომელიც იური მეჩითოვმა გადაიღო... რას იხსენებს ამასთან დაკავშირებით
ეს საოცარი ფოტოკადრი, რომელიც მოგვიანებით სერგო ფარაჯანოვის ძეგლის სახით მოგვევლინა თბილისში, ფოტოხელოვანმა იური მეჩითოვმა გადაიღო. იგი იხსენებდა:
“დილის 11 სათი იქნებოდა, სერგოსთან რომ მივედი.
მას „ლენფილმის“ ორი თანამშრომელი სტუმრობდა. სერგოს ფილმის „საიათნოვას“ (1969წ) ასლების ბეჭდვისას ისინი ფერის კორექციაზე მუშაობდნენ. ჩვენ ჩავყევით არსენას ქუჩას და შევუხვიეთ თხინვალის ქუჩაზე. მე ვფიქრობ ფარაჯანოვი ამ ჩანაფიქრს დიდ ხანს ატარებდა.
– აი, აქედან ყველაზე კარგი ხედია მთაწმინდაზე და კარგი კადრი გამოვა, – თქვა სერგომ და მიმითითა ადგილი, საიდანაც უნდა გადამეღო მომავალი შედევრი. ფარაჯანოვმა დააყენა ქალბატონები მოშორებით, თავისი ადგილიც მოძებნა და მიბრძანა გადამეღო. ვიღებდი უბრალო „ზენიტით“. ის გასაოცარი სიმსუბუქით ჰაერში ახტა, შემდეგ მეორედ… მესამე დუბლი აღმოჩნდა ყველაზე საუკეთესო.
ფარაჯანოვმა ამ კადრს საუკუნის კადრი უწოდა და კოლაჟიც დაამზადა. მე კი “შავი ყვავის აფრენა" დავარქვი.
თბილისი, 1981 წ. 15 მაისი.
image
image

ავტორი : თამთა ტაბატაძე
0
67
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0