x
მეტი
  • 06.02.2023
  • სტატია:125454
  • ვიდეო:355944
  • სურათი:498357
ფრიდაივერის სიცოცხლის ბოლო წამი, სპორცმენის თვალებში უკვე სიკვდილი იკითხება თვალის გუგებს თუ დააკვირდებით

image ფრიდაივინგში მონაწილეების სიკვდილი იშვიათობას არ წარმოადგენს, ჟანგბადის ბალონის გარეშე საოცრად დიდ სიღრმეზე ჩასული ფრიდაივერის ორგანიზმი განიცდის უზარმაზარ გადატვირთვას, რასაც ხშირად ვერ უძლებს მათი ორგანიზმი და ადამიანი იღუპება.


ასე დაიღუპა 2013 წელს ამერიკელი ფრიდაივერი ნიკოლას მევოლი, რომელიც პირველ ცდაზე ბაგამში მოწყობილ შეჯიბრზე 71 მეტრზე და 93 სანტიმეტრზე ჩასრიალდა. ნიკოლასმა 3 წუთის და 38 წამის შემდეგ ამოყვინთა და დამხმარე ტექნიკურ პერსონალს და სამედიცინო პერსონალს ჟესტით აჩევენა ყველაფერი კარგადააო, სცადა რაღაც ეთქვა, მაგრამ გონება დაკარგა და კომაში ჩავარდა, წყლიდან სპეციალური ჯალამბარით იახტაზე აყვანილ ნიკოლასს მაქსიმალური სარეანიმაციო დახმარება გაუწიეს, თუმცა რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო და ნიკოლასი გონს მოუსვლელად გარდაიცვალა.


გარდაცვალების მიზეზი ფილტვების გახეთქვა გახდა, მაშველი მყვინთავის თქმით ნიკოლასის მაჯაზე საკონტროლო საათზე პულსაცია უკვე 0-ზე იყო როცა ის იახტაზე აიყვანეს.



imageimage


2002 12 ოქტომბერს ფრანგი რეკორდსმენი ქალი ოდრი მესტრე დაიღუპა, მან გადაწყვიტა საკუთარი რეკორდი გაეუმჯობესებინა, თუმცა ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარება ვერ მოხერხდა, ოდრის დაღუპვის გამო.
ოდრის უსულო სხეული 8, 5 წუთის შემდეგ ამოასვენეს სიღრმიდან მაშველებმა, როგორც აღმოჩნდა ოდრი, რომელსაც თან დაზღვევის მიზნით მომცრო ზომის ჟანგბადის ბალონი მიჰქონდა თან ცარიელი აღმოჩნდა და ფრიდაივერი სიღრმიდან ამოსვლისას უჰაერობით გაიგუდა.

imageimage

0
234
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
234