x
მეტი
  • 02.02.2023
  • სტატია:125353
  • ვიდეო:355904
  • სურათი:498235
როგორი იყო სტალინის პირველი ინტერვიუ, რომელიც დასავლურ პრესას მისცა
image

1930 წელს იოსებ სტალინმა ინტერვიუ მისცა ამერიკელ ჟურნალისტს იუჯინ ლიონს, რომელიც მუშაობდა United Press International-ის კორესპონდენტად მოსკოვში. ისაუბრეს ბავშვებზე, მსოფლიო რევოლუციის პერსპექტივაზე, ასევე სსრკ-სა და აშშ-ს ურთიერთობებზე და უცხოელ აგენტებთან ბრძოლაზე. ეს ინტერვიუ პირველი იყო, რომელიც სტალინმა მისცა დასავლურ პრესას.


ამერიკაში ეს მასალა ძალიან ფართოდ გავრცელდა. New York Daily News-ის რედაქციამ ინტერვიუს აღწერა, როგორც „ამ წლის ყველაზე გამორჩეული რეპორტაჟი და შესაძლოა ბოლო ოთხი ან ხუთი წლისაც კი“.


შეერთებული შტატებისა და ევროპის მაცხოვრებლებმა საბჭოთა ლიდერი გაიცნეს არა მშრალი ახალი ამბების სტატიებითა და ბურჟუაზიული პრესის კარიკატურებით, არამედ ნიჭიერი ჟურნალისტის ნათელი და ცოცხალი აღწერით.



ინტერვიუში სტალინმა დაადასტურა, რომ დაქორწინებულია და ჰყავს სამი შვილი: უფროსი 22 წლისაა, ტრანსპორტის ინჟინრობას სწავლობას, უმცროსი ვაჟი 10 წლისაა, ქალიშვილი კი 5-ის.


ქალიშვილზე საუბრისას სტალინმა ხუმრობით თქვა: „ნახავ, ლიონ, შენი ქალიშვილი გაიზრდება და პიონერებს შეუერთდება“. ამ ხუმრობაში დიდი დოზით სიმართლეც ერია, რადგან მოგვიანებით სტალინისა და ლიონის ქალიშვილები ერთი და იმავე სკოლაში სწავლობდნენ . თუმცა, ჟურნალისტმა და მისმა ოჯახმა სსრკ 1934 წელს დატოვეს და მისმა ქალიშვილმა პიონერებთან შეერთება ვეღარ მოასწრო.


კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ მას მსოფლიოში საბჭოთა დიქტატორს ეძახდნენ, სტალინმა გაიცინა და აღნიშნა, რომ სინამდვილეში ის მხოლოდ პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი იყო.


ლიონი წერს: „შორიდან სტალინი ცივი და მკაცრი კაცი მეჩვენებოდა, მაგრამ შეხვედრისთანავე მაშინვე მოვინუსხე მისი ფართო ღიმილით, რომელიც ანათებდა სქელი ულვაშებიდან. კარებთან სტალინი დამხვდა და გაღიმებულმა ხელი ჩამომართვა. მის ღიმილში რაღაც უხერხულობა იგრძნობოდა და ხელის ჩამორთმევა არ იყო ფორმალური. ის საოცრად განსხვავდებოდა იმ მოღუშული, თვითკმაყოფილი დიქტატორისგან, რომელსაც ჩვეულებრივ ასახავდნენ. მისი ყოველი ჟესტი საყვედური იყო იმ ათასი წვრილმანი ბიუროკრატის მისამართით, რომლებიც იმ რუსულ წლებში ცხოვრების დროს მაოცებდნენ თავიანთი სამარცხვინო ამპარტავნობით.


ის ნელა ლაპარაკობდა, სიტყვებს აძლიერებს აღმოსავლელებისთვის დამახასიათებელი ფართო ჟესტებით. როგორც ჩანს, მისი გონება ავტომატურად გარდაქმნიდა აზრებს ფორმებად და სიტყვებად, რომელთა გაგებაც უბრალო მუშასაც კი შეეძლო. სტალინმა და ვოროშილოვმა, რომელიც ასევე ესწრებოდა ინტერვიუს, ერთმანეთს უბრალოდ „შენ“-ით მიმართეს. ფაქტიურად სანდო და არაფორმალური ატმოსფეროთი იყო გაჟღენთილი სტალინის კაბინეტი - უნაკლოდ სუფთა და ბიბლიოთეკის მსგავსი სიმშვიდით, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა ჩინოვნიკების ხმაურიან, ფურცლებით სავსე ოფისებს.


შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე საუბრისას სტალინმა აღნიშნა შემდეგი: „თუ სსრკ ვერ დაამყარებს პოლიტიკურ კავშირებს შეერთებულ შტატებთან, მაშინ მაინც შეეცდება ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. ამერიკა, როგორც დიდი, მდიდარი, ტექნიკურად განვითარებული ქვეყანა, ჩვენზე არანაკლებ დაინტერესებულია ასეთი თანამშრომლობით“.


კითხვაზე საერთაშორისო ბაზრის დემპინგზე, (განმარტება:დემპინგი საქონლის გაყიდვა უცხოეთის ბაზარზე შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით ბევრად იაფად, ზოგჯერ თვითღირებულებაზე ნაკლებადაც (კონკურენტების განდევნის მიზნით) სტალინმა უპასუხა: „ჩვენი ბაზარი მოიხმარს ყველაფერს, რასაც ჩვენი ინდუსტრია აწარმოებს მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ ესეც ვერ ფარავს მთლიან მოთხოვნას. ფაქტია, რომ ორ წელიწადში ჩვენ გავხდებით მსოფლიოში მარცვლეულის უმსხვილესი მწარმოებელი. მაგრამ ყველა საუბარი საბაზრო ფასებზე უფრო დაბლა ვაჭრობაზე ან უფასო მუშახელის გამოყენებაზე სრული სისულელეა!“


კითხვა დაისვა იმის გამო, რომ 1930 წლის ნოემბრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავდა იძულებითი შრომით და ციხეში შრომით დამზადებული პროდუქციის იმპორტს.


მსოფლიო რევოლუციის პერსპექტივის შესახებ ნახევრად ხუმრობით კითხვის საპასუხოდ სტალინმა თქვა: "მოკლედ, პერსპექტივები კარგია!"


სსრკ-ში კონტრრევოლუციური საქმიანობის შესახებ კითხვაზე, სტალინმაც და ვოროშილოვმაც ერთხმად განაცხადეს, რომ ყველა ჭორს მოსალოდნელი აჯანყების ან რევოლუციის შესახებ არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. მაგრამ ამავე დროს, მათ აღნიშნეს, რომ კაპიტალისტური ქვეყნების აგენტების ჯგუფი, რომლებიც კონტრრევოლუციურ საქმიანობას ეწეოდნენ, ახლახან გამოაშკარავდნენ (საუბარია პრომპარტიის სახელით ცნობილ დიდ სასამართლო პროცესზე, რომელიც მიმდინარეობდა იმ დღეები).


შემდეგ ვოროშილოვმა გულისწუხილით იკითხა, თუ რატომ მოედინება დასავლური პრესისგან მუდმივად სიცრუე სსრკ-ს შესახებ. რაზეც სტალინმა უპასუხა: „მათ უნდათ დაარწმუნონ მსოფლიო, რომ ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი კონტრრევოლუციონერების წინააღმდეგ იმიტონ, რომ ყურადღება გადავიტანოთ სასურსათო ბუნტიდან, არეულობებიდან და კიდევ რაღაცეებიდან, რაც მათი აზრით, ჩვენთან ხდება“.


ინტერვიუს დასასრულს ლიონმა ჰკითხა, რატომ ვერ გამონახა დრო საბჭოთა ლიდერმა დასავლურ პრესასთან სასაუბროდ. "ინტერვიუები კარგად არ ჯდება ჩემს ხუთწლიან გეგმაში", - უპასუხა სტალინმა სიცილით.



სტალინმა თავის კარიერის განმავლობაში კიდევ ორჯერ მისცა ინტერვიუ ამერიკელ ჟურნალისტს, ამჯერად ულტერ დიურანტს, (1929 და 1936 წელს)რომელიც The New York Times-ის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი იყო 1922-1936 წლებში, განსაკუთრებით საინტერესოა 1936 წლის ინტერვიუ, რომელსაც შემდეგ შემოგთავაზებთ.

1
818
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
818
  
2022, 3 დეკემბერი, 22:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1