x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფარისებრი ჯირკვლის («ჩიყვის») პრობლემის არსებობის 12 ნიშანი – როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ექიმის დახმარება გვჭირდება?

ჰიპოთირეოზი* — ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტით გამოწვეული ორგანიზმის საერთო მდგომარეობა არის. მისი დიაგნოსტირება რთულია, რადგან დაავადება ფარული სიმპტომებით მიმდინარეობს. ხშირად, როდესაც ძილი გვერევა, მოთენთილობას, დაღლილობას, სახსრების ტკივილს ვგრძნობთ და ყველაფერს გადაღლილობას ვაბრალებთ, სინამდვილეში ეს, შეიძლება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევით იყოს გამოწვეული.


image


* შენიშვნა: ფარისებრი ჯირკვლის ყველა სახის დაავადება, ფართო მასებში, «ჩიყვის» (ფარისებრი ჯირკვლის გადიდება) სახელით არის ცნობილი. მაგრამ, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სხვადასხვა სახე და სტადია არსებობს. ჰიპოთირეოზი საწყის და I – II სტადიაზე, ვიზუალურად არა ჩანს და მისი აღმოჩენა, მხოლოდ ქვემოთ მოცემული სიმპტომებით შეიძლება.

ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამოყოფილი ჰორმონი ორგანიზმის აბსოლუტურად ყველა ორგანოს ფუნქციონირებაზე მოქმედებს, ამიტომ პრობლემის დროულად აღმოჩენა და მკურნალობის დაწყება ენდოკრინოლოგთან, ძალიან მნიშვნელოვანია.

ჰიპოთირეოზის დროს, შემდეგი სახის სიმპტომები ვლინდება:


1. უგუნებობა და დეპრესიაimage


ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების არასაკმარისი გამომუშავება, ხშირად ხდება დათრგუნული განწყობის, აპათიის და დეპრესიის მიზეზი. საქმე იმაშია, რომ ამ ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონები, პირდაპირ კავშირში არის, თავის ტვინში სეროტონინის გამომუშავებასთან. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არც დიდი რაოდენობით ჰორმონის გამომუშავება არის კარგი და ამ შემთხვევაში, ადამიანი აგრესიული ხდება, შფოთავს და ყველაფერი აღიზიანებს.


2. ყაბზობაimage


ჰიპოთირეოზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ყაბზობა არის. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევას და ყაბზობას იწვევს. ავადმყოფები ასევე უჩივიან ბოყინს და სიმძიმეს კუჭში.


3. ძილიანობაimage


მას, ვისაც ჰიპოთირეოზი აქვს, შეუძლია დღე-ღამეში 12 საათი იძინოს და გაღვიძებისას დაღლილობას გრძნობდეს. დილაობით, მუდმივი მოთენთილობა და ძილის გაგრძელების სურვილი — ძალიან საგანგაშო სიგნალი არის.



4. თმის ცვენა და კანის სიმშრალეimage


ნივთიერებათა ცვლის შენელების გამო, რომელიც ჰორმონალური დისბალანსით არის გამოწვეული, თმა და კანი საკმარის საკვებს არ იღებს. რაც ამ მხრივ, მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. ჩამქრალი თვალები, ფერმკრთალი, მოყვითალო ელფერის კანი — ასეთია, ჰიპოთირეოზით დაავადებული ადამიანის პორტრეტი.


5. წონის მატებაimage


წონაში მოულოდნელი, საფუძველს მოკლებული მატება — ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია. ამავე დროს, წონის შემცირების მიზნით, გამოჩენილი ყველა ძალისხმევა უშედეგოდ სრულდება.


6. ლიბიდოს დაქვეითებაimage


ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება გავლენას ახდენს იმ ჰორმონის გამომუშავებაზე, რომელიც პასუხისმგებელია ლიბიდოზე (ლათ. «ლიბიდო» - სურვილი, ვნება, სწრაფვა, მიზიდულობა, ლტოლვა).


7. კუნთების ტკივილი, კრუნჩხვებიimage


ფარისებრი ჯირკვლის მიერ მცირე რაოდენობით ჰორმონების გამოყოფამ, შეიძლება ნერვული სისტემის დაზიანება გამოიწვიოს. შედეგად, მცირდება სიგნალების გაგზავნა თავის ტვინიდან სხეულის სხვა ორგანოებისკენ, რაც საბოლოო ჯამში, კუნთების სპაზმების, კრუნჩხვების და კიდურების დაბუჟებას იწვევს.


8. გულის რითმის დარღვევაimage


გულის რითმის დარღვევა, მისი აჩქარება ან შენელება, ასევე ტკივილი გულის არეში, შეიძლება, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობით იყოს გამოწვეული.


9. დაბნეულობა, გულმავიწყობაimage


ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა მეხსიერებაზე და შრომისუნარიანობაზეც ახდენს გავლენას: ადამიანი რთულად აღიქვამს ახალ ინფორმაციას, ვერ ახდენს კონცენტრაციას საქმეზე, ექმნება პრობლემები მეხსიერებასთან დაკავშირებით.

მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, აზრების სიცხადე უბრუნდება.


10. დაბალი არტერიული წნევაimage


არტერიული წნევის დაწევა, უხალისობის, ძილიანობის და დაბნეულობის ფონზე — ექიმთან წასვლის მნიშვნელოვანი მიზეზია.


11. შეშუპებაimage


ენის შესქელება, გვერდებზე კბილების კვალი, სახის და კიდურების შეშუპება — ჰიპოთირეოზის მკაფიო გამოხატულება არის.


12. დისკომფორტი კისრის არეშიimage


ამ დაავადების დროს, ტკივილი, შეიძლება, ყელში ბურთისებური სხეულის არსებობის შეგრძნებამ გამოიწვიოს, ტკივილი იგრძნობა კისრის არეშიც, ამასთან, ხმა შეიძლება უჩვეულოდ ჩახლეჩილი გახდეს.


ფარისებრი ჯირკვლის გაზრდა ჰიპოთირეოზის III – IV სტადიაზე ხდება და სწორედ ამ დროს მიმართავენ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლით, დაავადებული ადამიანები ექიმს და ამ სტადიაზე, შეიძლება, უკვე ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. მაგრამ, თუ ორგანიზმს მოვუსმენთ და მის სიგნალებს სწორედ შევაფასებთ, ჯანმრთელობას დიდი ხნის მანძილზე შევინარჩუნებთ!


image

არხის სხვა სიახლეები:


* მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვინც ძილის ნაკლებობას რეგულარულად განიცდის

* კუჭის შემცირება და წონაში დაკლება ბუნებრივი გზით

* ნამდვილ მხატვარს ტილო არ სჭირდება... (15 ფოტო)

* კადრები ფილმებიდან, რომელიც კომპიუტერული გრაფიკა აღმოჩნდა (20 ფოტო)

* მამაკაცს ეგონა, ლითონის გულსაბნევი იპოვა, მაგრამ...

* მოულოდნელი მომენტები და 12 გულისამაჩუყებელი ფოტო, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მხრიდან გვაჩვენებს

* ერთი პაციენტის 20–მედ დიაგნოზი – რა შეიძლება სჭირდეს ყოფილ პრეზიდენტს?



1
1117
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1117
  
2022, 3 დეკემბერი, 22:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1