x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ძაღლმა მოჩვენებას დაუყეფა, რომელიც სახლის მახლობლად დახეტიალობდა (ვიდეო)
imageსათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები საკმაო შთამბეჭდავია იმათთვის, ვისაც მსგავსი მოჩვენებების და სულების სჯერა.


ძაღლმა კარებთან დაიწყო ყეფა, თითქოს ვიღაც აპირებდა სტუმრობას.


თუმცა, სახლის მფლობელმა, 40 წლის სატვირთოს მძღოლმა კორი ფლეტჩერმა როდესაც გადაწყვიტა შეემოწმებინა, ვინ იყო მათ სახლთან მისული, ვერავინ იპოვა.


ამის შემდეგ მან გადაწყვიტა მაინც გადაეხედა სათვალთვალო კამერებისთვის, სახლის მფლობელმა აღმოაჩინა, რომ ძაღლი აშკარად უყეფდა მოჩვენებას, რომელმაც სახლს ჩაუარა. ჯერ დაბურული ღრუბლისმსგავსი ობიექტი მოხვდა კამერის ობიექტივში, რომელმაც მოგვიანებით ადამიანის ფიგურის მსგავსი ფორმა მიიღო (თუმცა ფეხების გარეშე), შემდეგ კი ჰაერში გაქრა.




ინციდენეტი მოხდა ამა წლის 1 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, პატარა ქალაქ პირსში(მინესოტას შტატი)



ცოტა ხნის წინ ვწერდით არგენტინაში მოხდარ ინციდენტზე, სადაც საავადმყოფოს დაცვის თანმაშრომლის და მორიგე ექიმის მტკიცებით მკვდარი პაციენტი მივიდა საავადმყოფოში.


საქმე ასე იყო: შუაღამისას ბუენოს-აირესის საავადმყოფოში ავტომატური კარები გაიღო და დაცვამ სათნო მოხუცი ქალი დაინახა. მან გააცნო საკუთარი თავი და უთხრა, რომ "აუცილებლად სჭირდებოდა მორიგე ექიმთან შეხვედრა". ის ძალიან მოხუცი იყო, სიარული უჭირდა, ამიტომ მამაკაცმა ეტლი შესთავაზა, მაგრამ მან უარი უთხრა და იქვე სკამზე ჩამოჯდა ექიმის მოლოდინში.



პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც ექიმი ჩამოვიდა და ჰკითხა, სად იყო პაციენტი, რომელსაც ასე სურდა მასთან შეხვედრა.



ამის შემდეგ დაცვის თანამშრომელი ოდნავ დაიბნა- აღმოჩნდა, რომ მოხუცი ქალი იქ არ იყო.



ის გაიქცა სათვალთვალო კამერების დასათვალიერებლად - სადაც ნამდვილად ჩანს, როგორ იღება საავადმყოფოს კარები, თუმცა კადრებში მარტო მცველი ჩანს, რომელიც უხილავ არსებას სთავაზობს შემოსვლას და ეტლს.



ამის შემდეგ ექიმიც დაინტერესდა და პაციენტის სახელი გადაამოწმა, რომელიც დაცვის თანამშრომელს უთხრა;აღმოჩნდა, რომ ასეთი ქალბატონი მართლაც შევიდა საავადმყოფოში, მაგრამ ერთი დღის წინ გარდაიცვალა.


მომხდარი ამბებით ადგილობრივი ტელევიზიები დაინტერესდნენ, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ეს ამბავი არგენტინის ფარგლებს გასცდა.


0
266
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0