x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
კევინ სპეისიმ პირველი როლი მიიღო სასამართლოში შევიწროების სკანდალურ საქმეში გამარჯვების შემდეგ

მსახიობმა კევინ სპეისიმ პირველი როლი მიიღო მას შემდეგ, რაც სასამართლოში მოიგო საქმე შევიწროების შესახებ, იუწყება Variety.image

მსახიობი ჯინ ფოლეიზის ბრიტანულ ინდი თრილერში "კონტროლი" ითამაშებს. ფილმი მოგვითხრობს ბრიტანეთის მთავრობის მინისტრ სტელა სიმონსზე, რომელიც ამყარებს ურთიერთობას ქვეყნის პრემიერ მინისტრთან.

სიუჟეტში, ერთ ღამეს, როცა სიმონსი თავისი თვითმართვადი მანქანით სახლში მიდის, ის აღმოაჩენს, რომ მანქანა დისტანციურად გაიტაცა ვიღაცამ, რომელმაც იცის მისი საიდუმლო და შურისძიება სურს. უცნობის როლს კევინ სპეისი თამაშობს. . დეტალები პროექტის გამოსვლის თარიღის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

ოქტომბერში ნიუ-იორკის სასამართლომ გაამართლა კევინ სპეისი 1986 წელს სხვა მსახიობის, ენტონი რეპის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების საქმეში, რომელიც იმ დროს 14 წლის იყო. რეპმა მსახიობი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა 2017 წლის შემოდგომაზე და თქვა, რომ 1986 წელს, როდესაც ის წვეულებაზე იმყოფებოდა სპეისის სახლში, (რომელიც იმ დროს 26 წლის იყო), სპეისიმ მასთან სექსუალური ხასიათის კავშირის დამყარება სცადა. თუმცა, მოგვიანებით კიდევ 30-მა ადამიანმა დაადანაშაულა სპეისი მსგავს ქმედებებში. სკანდალის ფონზე, სტრიმინგის სერვისმა Netflix-მა ის გაათავისუფლა სერიალიდან House of Cards. რომელიც მოგვიანებით გაუქმდა.image


2023 წელს გაერთიანებული სამეფოს სასამართლო ასევე დაიწყებს სექსუალური შევიწროების ოთხი ეპიზოდის საქმის განხილვას და კევინ სპეისის წინააღმდეგ. მსახიობს ბრალი დიდი ბრიტანეთის სამეფო პროკურატურამ 27 მაისს წაუყენა. სამი მამაკაცის წინააღმდეგ სავარაუდო დანაშაული მოხდა 2003-2015 წლებში ლონდონსა და გლოსტერშირში.

0
78
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0