x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ველური ბუნების 11 გასაოცარი ქმნილება, რომელთა დანახვისას ძნელია დაიჯეროთ, რომ რეალურები არიან

image

ველურ ბუნებაში უამრავი უჩვეულო და ულამაზესი არსებაა, რომელთა შესახებ შეიძლება წარმოდგენაც კი არ გქონდეთ.

1. ახლად გამოჩეკილი კაიმანის კუ

კუს ეს სახეობა მართლაც საკმაოდ დაუნდობელია მათთვის, ვინც გადაწყვეტს რომელიმე ინდივიდის შინაურ ცხოველად შენახვას, მაგრამ ველურ ბუნებაში ხალხთან შეხვედრისას მათ მშვიდობიანად გაქცევა ურჩევნიათ. ჩრდილოეთით მცხოვრებმა კაიმანის კუებმა შესაძლოა ექვს თვემდე ვერ ისუნთქონ, სანამ წყალსაცავის ზედაპირი ყინულით არის დაფარული. მათ შეუძლიათ მიიღონ ჟანგბადი ყელისა და პირის ღრუს გარსების მეშვეობით ტალახიდან თავის ამოყოფიტ, მაგრამ თუ ეს საკმარისი არ არის, მათ შეუძლიათ შაქრისა და ცხიმების დაწვა ჟანგბადის გარეშე. როგორც ჩანს, ეს კუები საერთოდ ყველაფრისთვის მზად არიან.image

2. კურდღელი ლომის ფაფრით

ამ ცხოველს, გასაგები მიზეზების გამო, სიტყვასიტყვით უწოდებენ ლომისთავიან კურდღელს. ლომისთავიანი კურდღლები ძალიან კარგ შინაურ ცხოველებს წარმოადგენენ, რადგან მათ არა მხოლოდ ტუალეტის ქვიშაზე მიჩვევა შეუძლიათ, არამედ ბრძანებების გაგებაც იციან. image

3. ჩინური წყლის ირმები

მათ რქების ნაცვლად ეშვები ეზრდებათ, ამიტომ ვამპირ ირმებსაც ეძახიან. ისინი ცხოვრობენ დატბორილ და ჭაობიან ადგილებში. მიუხედავად მათი კბილებისა, ეს ირმები ბალახისმჭამელები არიან, რომლებიც თავიანთ ეშვებს მხოლოდ სხვა მამრებთან საბრძოლველად იყენებენ მდედრთან შეჯვარების უფლებისთვის. სხვათა შორის, ირმების სხვა სახეობებისგან განსხვავებით, მათი შეტაკებები სიკვდილით არასოდეს მთავრდება. გავრცელებული ინფორმაციით, მათი კბილები მოძრავია და მათ შეუძლიათ უკან გადაიტანონ კვების დროს, რათა ხელი არ შეეშალოთ.image

4. ეკლიანი ბუჩქის გველგესლა

ამ ეკლების დანახვისას უნებლიედ შეხება მოგინდებათ, მაგრამ არ გირჩევთ. ეს გველი ძალიან შხამიანია. ისინი ცენტრალურ აფრიკაში ბინადრობენ და თავიანთ ნაშიერებს ცოცხლად ბადებენ, ე. ი. კვერცხებს არ დებენ.image

5. მელანისტური სერვალი

სერვალებს სხვა სახელითაც იცნობენ - ბუჩქის კატა. ამ ცხოველის მელანიზმი გავლენას არ ახდენს მის ჯანმრთელობაზე, მაგრამ შეიძლება გავლენა იქონიოს ცხოვრების ხარისხზე, ვინაიდან ჰიპერმელანიზმის მქონე ცხოველები (როგორც ეს სერვალია) ცნობილია, რომ მგრძნობიარენი არიან სითბური ინსულტის მიმართ. საბედნიეროდ, ისინი სანადიროდ მიდიან დილით ადრე ან გვიან საღამოს.image

6. გობლინი-ღამურები

ეს საყვარელი არსებები მხოლოდ კუბაში ბინადრობენ, ისინი პატარა მწერებით იკვებებიან და მათ ექოლოკაციის გამოყენებით პოულობენ. ჰაბიტატის განადგურების გამო, ეს სახეობა შესაძლოა მალე დასახელდეს, როგორც გადაშენების პირას მყოფი.image

7. ორქიდეის ჩიქელა

გავრცელებული ინფორმაციით, მათ შეუძლიათ შეცვალონ ფერი ვარდისფერიდან ყავისფერამდე, ფონის მიხედვით. ზოგი მათ სახლში შინაურ ცხოველებად ინახავს და ამბობენ, რომ ზოგიერთ სახეობას ხელში აყვანაც კი სიამოვნებს.image

8. მუხლუხო Minacraga argentata, რომელიც მარმელადს მოგაგონებთ

ამ მუხლუხოებს დალცერიდებსაც ეძახიან, ისინი სხვადასხვა ფერისები არიან. არ მოგატყუოთ მისმა ბროლისებურმა გარეგნობამ, სინამდვილეში მთელი ეს გამჭვირვალე სილამაზე ბლანტი ლორწოვანია. თუ კარგად დააკვირდებით, გამჭვირვალე მასის შიგნით არის რაღაც თეთრი – ეს არის მუხლუხის სხეული, რომელიც ჭკვიან ჯავშნად ლორწოს იყენებს. ფოტოდან ძნელია მწერის რეალური ზომის გაგება, რომლის სხეულის სიგრძე მხოლოდ დაახლოებით 2, 5 სმ-ია, რაც იმას ნიშნავს, ჭიანჭველასაც შეუძლია მისი დამარცხება.
image

9. ნიკობარის მტრედი

გარდა იმისა, რომ გამორჩეული სილამაზის ფრინველია, ნიკობარის მტრედი ასევე არის დოდოს, გადაშენებული ფრინველების, გადაშენებული სახეობის უახლოესი ნათესავი. ძირითადად, ამ ტიპის მტრედი ცხოვრობს ინდონეზიის, მიანმარის, ფილიპინების, მალაიზია, ტაილანდი და ა.შ. მცირე აღმოსავლეთ კუნძულებზე. ფრინველი ძირითადად ხმელეთზე ცხოვრობს, მდედრის შეფერილობა არ არის ისეთი ნათელი, როგორც მამრების. შეჯვარების შემდეგ მდედრები მხოლოდ ერთ კვერცხს დებენ მოლურჯო ელფერით.image

10. ხოჭოს ფეხის მიკროსკოპული სურათი

ეს თათი კონკრეტულად მცურავი ხოჭოების გვარიდანაა. მიწის ხოჭოებს ასეთი ლამაზი თათები არ აქვთ. მისი სხვადასხვა ზონა ემსახურება სხვადასხვა ტიპის ზედაპირებზე უკეთესად მოჭიდებას.image

11. ავსტრალიური გუგული ფუტკარი

ამ სახეობის ფუტკრები შედიან სხვა სახეობის ფუტკრების ბუდეებში, სადაც დებენ კვერცხებს. ეს პარაზიტიზმის სახეობად ითვლება. ისინი საკუთარ ბუდეებს არ აშენებენ და მარტო ცხოვრობენ.image









0
473
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0