x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტაილანდში მონასტრის ყველა ბერი ნარკოტიკებზე შეჯდა
image

ჩრდილოეთ ტაილანდში მდებარე პატარა ბუდისტურმა ტაძარმა დაკარგა ყველა მსახური, თავად ეკლესიის მეთაურის ჩათვლით მას შემდეგ, რაც ბერებმა ჩააბარეს ნარკოტესტი: ოთხივე სასულიერო პირის სისხლში მეტამფეტამინის კვალი აღმოაჩინეს. ახლა ბერებს ლოცვის ნაცვლად გარკვეული დროის გატარება ნარკომანთა კლინიკაში მოუწევთ.


სავარაუდოდ, ეს სამწუხარო ინციდენტი დიდად არ იმოქმედებს ბერების მიმართ ტაილანდელთა დამოკიდებულებაზე, მრევლი ჩვეულებრივი პატივს სცემს იმათ, ვინც გადაწყვეტს ბუდას ემსახუროს.


საინტერესოა, რომ ტაილანდში ყველა კაცს შეუძლია ბერი გახდეს. უფრო მეტიც, ბევრს მიაჩნია, რომ ყველა ტაილანდმა უნდა გაიაროს ინიცირებისა და მსახურების პროცესი.



ასაკი, ისევე როგორც ტაძარში მსახურების ხანგრძლივობა, შეგიძლიათ თავად აირჩიოთ. ვიღაც ერთი თვე ხდება ბერი, ვიღაც ერთი-ორი წელი, ზოგიც მთელ სიცოცხლეს უთმობს მსახურებას და ხდება ტაძრის წინამძღვარი.


ტაილანდური პატივისცემა ბერების მიმართ ემყარება იმ ფაქტს, რომ ბუდას სამსახურში წასვლისას კაცები მთლიანად თმობენ თავიანთ ქონებას, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს. დადიან ფეხშიშველი, ნარინჯისფერ ხალათებში, ითხოვენ მოწყალებას და ჭკვიანურ რაღაცეებს ამბობენ, რასაც გამვლელები პატივისცემით უსმენენ. ბერები იკვებებიან მხოლოდ მოწყალებით გაცემული საკვებით, რადგან მათ ეკრძალებათ არა მხოლოდ რაიმეს ყიდვა ან გაყიდვა, არამედ ზოგადად ფულის გამოყენება. ასევე მათ ეკრძალებათ მობილური ტელეფონების გამოყენება.

1
298
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
298
  
2022, 3 დეკემბერი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1