x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
კლავდა თუ არა კლეოპატრა ვნებიანი ღამის შემდეგ საყვარლებს?

image


ეგვიპტის დედოფლის მთელი ცხოვრება - ერთი მძაფრსიუჟეტიანი ეროტიკული რომანია. კლეოპატრას ცხოვრება აინტერესებს არა მხოლოდ რიგით ობივატელებს, არამედ მეცნიერებსაც, თუმცა დადასტურებული ფაქტების ნაცვლად სულ უფრო მეტი ლეგენდა და ვარაუდი ჩნდება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მითის თანახმად, იმისთვის რომ მამაკაცს ღამე დედოფალთან გაეტარებინა მას ამისთვის საკუთარი სიცოცხლე უნდა დაეთმო. მოდით, გავარკვიოთ რეალურად ხდებოდა თუ არა ყველაფერი ასე.


image


რითი ხიბლავდა კლეოპატრა მამაკაცებს?


კლეოპატრას დღევანდელ რეალობაში რომ ეცხოვრა, ის ნაკლებ სავარაუდოა რომ ლამაზად ჩათვლილიყო. ეს ქალი მამაკაცებს პირველ რიგში, თავისი ქარიზმით, გამჭრიახობითა და საოცარი განათლებით ნუსხავდა. ეგვიპტის დედოფალი ნამდვილი პოლიგლოტი გახლდათ: მან იცოდა რამდენიმე ენა, გატაცებული იყო ფილოსოფიითა და მათემატიკით, ჰქონდა ასევე სასიამოვნო ხმის ტემბრი, რომელიც არა მარტო მამაკაცებს, არამედ ქალებსაც კი ატყვევებდა. რაც შეეხება მის გარეგნობას, მას ლამაზს ვერ უწოდებდით, კლეოპატრა იყო სრული აღნაგობის, დაბალი, სახის დიდი ნაკვთებით, რომელთა შორის ყველაზე მეტად ცხვირი დომინირებდა, თვალები კი მის ფონზე კიდევ უფრო პატარა მოჩანდა.


image


სექსი, როგორც მამაკაცების მანიპულირების საშუალება


ის, რაც კლეოპატრასთვის ნორმალურად ითვლებოდა, ჩვენთვის სრული უხამსობა იქნებოდა, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. პირველ რიგში, ის ასე იყო აღზრდილი. თავად დედოფალი სამყაროს ინცესტის შედეგად მოევლინა. ფარაონები ხშირად შედიოდნენ ინტიმურ ურთიერთობაში ნათესავებთან, რათა სამეფო სისხლი უბრალო მოკვდავების სისხლით არ დაებინძურებინათ. სხვათა შორის, კლეოპატრა მის უმცროს ძმას მიათხოვეს, რომელიც ქორწინების დროს მხოლოდ 9 წლის იყო.


image


მეორეც, როცა ის დედოფალი გახდა, მიხვდა რომ მისი მთავარი იარაღი, რომელიც მას ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარებოდა - სექსი იყო. დიახ, ეგვიპტის მმართველმა ბევრს სწორედ საწოლის გავლით მიაღწია. კეისართან ვნებიანი ღამეების წყალობით მან ტახტის დაბრუნება შეძლო, მეორე საყვარელმა - მარკუს ანტონიუსმა კი მისი შვილის მომავალი განსაზღვრა და ის რომის მემკვიდრედ აქცია, თუმცა ასეა თუ ისე, კლეოპატრა საბოლოოდ, თავისი ზოგიერთი ფავორიტი მამაკაცის მკვლელად მაინც იქცა. ზოგჯერ ის თავად ბრძანებდა "არასაჭირო" პერსონების თავიდან მოშორებას, როგორც ეს მის ძმასთან და პირველ ქმართან დაკავშირებით მოხდა, რაც შეეხება მარკუს ანტონიუსს და კეისარს, კლეოპატრა ირიბად მაინც იქცა მათ სიკვდილში პასუხისმგებელ პირად. უდიდესი რომაელი სამხედრო მოღვაწეები თანამებრძოლებმა დახოცეს, მათი სიკვდილის მიზეზად კი ეგვიპტის დედოფალთან კავშირი იქცა. კლეოპატრა კეისარს ურჩევდა ქვეშევრდომებთან უფრო მკაცრი ყოფილიყო, მაგრამ რომაული ელიტა დიქტატურისთვის მზად არ აღმოჩნდა. მარკუს ანტონიუსი კი ოქტავიანესთან ომში სწორედ კლეოპატრას რჩევით ჩაერთო. აი, საიდან გაჩნდა ჭორები, რომ დედოფალთან ღამის გასატარებლად სიცოცხლე უნდა დაგეთმო.



ყველაზე სიმპათიური მამაკაცების ჰარემი


image


არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა, რომლის თანახმადაც კლეოპატრა იმდენად მოსიყვარულე იყო, რომ მას კეთილშობილი საყვარლების ალერსი და ყურადღება არ ყოფნიდა, ამიტომ დედოფალმა თითქოსდა ძველი ეგვიპტის ულამაზესი მამაკაცების სიის შედგენის ბრძანება გასცა, რომლებთანაც მთელ ღამეს სასიამოვნოდ ატარებდა, მეორე დილით კი მათ სიცოცხლეს ასალმებდა. და რატომ იყო საჭირო მაინცდამაინც მათი მოკვლა? არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი რომ კლეოპატრა დედოფალი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას უბრალო მოკვდავებთან ინტიმური კავშირის ქონა არ შეეძლო. ვინც მმართველის საწოლს შებღალავდა, მოღალატედ ითვლებოდა და სიკვდილით უნდა დასჯილიყო. ბოლოს და ბოლოს, კლეოპატრაც ხომ უბრალო ქალი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის ადამიანური უცხო არაფერი იყო. დედოფალსაც შეეძლო შეყვარება: ამ დროს კი ის მტრებისთვის ძალიან დაუცველი ხდებოდა. გარდა ამისა, არ არსებობდა იმის გარანტია, რომ მამაკაცი ენას კბილს დააჭერდა და მმართველის სექსუალური მიდრეკილებების შესახებ არავის არაფერს მოუყვებოდა. სხვათა შორის, მოსაყოლიც ბევრი იყო, თუმცა მეცნიერებისთვის ცოტა რამ არის ცნობილი, მათ ხელთ მხოლოდ კლეოპატრასა და მარკუს ანტონიუს შორის სასიყვარულო მიმოწერაა, საიდანაც ირკვევა რომ დედოფალს მთელი ვნებით უფრო მეტად უყვარდა.


image



და მაინც, კლავდა თუ არა ის თავის საყვარლებს?


კლეოპატრა თავისებური ზნეობის მქონე იყო, ის ძლევამოსილ ქალად ითვლებოდა, რომელსაც რეალურად მხოლოდ ძალაუფლება უყვარდა. თეორიულად, დედოფალს შეეძლო მამაკაცების მოკვლა, პირველ რიგში, საკუთარი თავის დასაცავად და მეორეც, რათა კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა სრულიად სამყაროსთვის საკუთარი ძლევამოსილება.







0
1407
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1407