x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
"რამდენიმე შეკითხვა დავსვი - რამდენად მართებულად მიაჩნიათ მათ ამ ლექსიკით საუბარი ფეისბუქში და მათ რეალურ გარემოცვაში..." - მარიკა ბაკურაძის პასუხი საზოგადოებას

ფოტო: სიუჟეტი "იმედის დილის" გადაცემიდან
რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებაში მარიკა ბაკურაძის მიერ მომზადებულმა სიუჟეტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კერძოდ, გარკვეულ სიუჟეტზე, ჟურნალისტს სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები დაუწერეს. მან გადაწყვიტა, რომ დაკავშირებოდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ცუდი კომენტარები დაწერეს "ფეისბუკ" გვერდზე განთავსებული სიუჟეტის ქვეშ. რადგან, ვირტუალურ სამყაროს ხშირად ვერ ასხვავებენ რეალური, არსებული სამყაროსგან, ამიტომ ჟურნალისტს დააინტერესა, მართლა ისე საუბრობდნენ თუ არა ცხოვრებაშიც, როგორც კომენტარებში იწერებიან სიძულვილის ენის შემცველი ავტორები.


"...გადაცემის მთავარი თემა იყო - სიძულვილის ენა. სოციალური სივრცე, რომელიც წალეკა სალანძღავმა სიტყვებმა, ბრაზმა და აგრესიამ. ეს არის თითქოს ვირტუალური სამყარო, რომელიც განცალკევებულად გვეჩვენება ჩვენი რეალური ცხოვრებიდან, ამავდროულად კი სწორედ ესაა ჩვენი დღევანდელი ყოფა.
ამ თემას განვიხილავდით სტუდიაში მოწვეულ სტუმართან, ფსიქოლოგთან ერთად.
ამ თემის საილუსტრაციოდ მოვამზადე სიუჟეტი, სადაც სოც.ქსელში დაწერილი კომენტარების ავტორთან რეალურ ყოფაში დავრეკე და რამდენიმე შეკითხვა დავსვი - რამდენად მართებულად მიაჩნიათ მათ ამ ლექსიკით საუბარი ფეისბუქში და მათ რეალურ გარემოცვაში..."
მას შემდეგ, რაც სიუჟეტი ეთერში გავიდა, საზოგადოება არ იშურებს სხვადასხვა სახის კომენტარსა თუ შეფასებას. ზოგი თვლის, რომ ეს ქმედება სრულად შეუსაბამოა სატელევიზიო ეთერისათვის. ასევე, ბევრი ადამიანი, ჟურნალისტი თუ არაჟურნალისტი, მარიკა ბაკურაძეს სხვადასხვა პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს. რაზეც, ჟურნალისტმა, ამავე სტატიაში დაწერა, რომ
"...- სრულად იყო დაცული რესპონდენტების ანონიმურობა.
- არ გვიჩვენებია მათი კომენტარები, რათა თავიდან აგვერიდებინა მათი იდენტიფიცირება.
- პირადი კონტაქტების მოპოვება - ეს არის ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილი. პირადი და საერთო ნაცნობობით. დამეთანხმებით, ფეისბუქის სივრცეში კონტაქტების გარკვევა დღეს, 21-ე საუკუნეში პრობლემა არ არის. სწორედ ასე მოხდა საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება.
- ყველა რესპონდენტის ხმა იყო შეცვლილი, სპეციალური ეფექტით, რათა აგვერიდებინა თავიდან თითოეული მათგანის იდენტიფიცირება.
- დამერწმუნებით, ყოველ მათგანთან ვისაუბრე შეკითხვების რეჟიმში, ჩემი მხრიდან მხოლოდ ამ თემაზე დისკუსია და მათი აზრის მოსმენა იყო მნიშვნელოვანი. და საუბრის დროს, მეც ღიად და დაუფარავად ვეუბნებოდი ყველას, რომ სწორედ ეს არის ჩემი კვლევის თემა და ამ თემაზე ვმუშაობ"
"ფეისბუკზე" გავრცელებული სტატიის ავტორმა, კომენტარის დასაწერი ველი დაბლოკა.
0
16
შეფასება არ არის
ავტორი:ლაზარე შავიძე
ლაზარე შავიძე
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0