x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ის დავითის მსგავსად 16 წლის ავიდა ტახტზე და 32 წელი ხმალი არ ჩაუგია - რა იყო მისი პირველი ბრძანება და რატომ შეწყვიტა ოსმალეთის სულთანმა ლაშქრობები საქართველოში

ის დავითის მსგავსად 16 წლის ავიდა ტახტზე და 32 წელი ხმალი არ ჩაუგია. მან პირველივე ბრძანებით აკრძალა ადამიანებით ვაჭრობა. ამის გამო აუჯანყდა კათოლიკოს პატრიარქი - ბესარიონი, მამის ძმები - მამუკა და გიორგი ბაგრატიონები, ბაბუა - ლევან აბაშიძე, საკუთარი დედა - თამარ აბაშიზე და სოლომონი ტახტიდან გადააყენეს. სოლომონი ახალციხეში გაიქცა, ფაშას ერთგულება აღუთქვა, რომლის მეშვეობითაც ტახტი დაიბრუნა და შექმნა ერთგული გვარდია „ფიცის კაცები“, რომელთა სოციალური სტატუსი მეფის ძმადნაფიცობა იყო. სოლომონმა მათზე დაყრდნობით მოღალატენი განდევნა იმერეთიდან, აკრძალა ადამიანებით ვაჭრობა და ოსმალეთთან გენერალური ბრძოლისათვის მზადება დაიწყო.


1757 წელს ოსმალეთის 30 000-იანი არმია იმერეთში შემოვიდა. სოლომონ I-ს მხოლოდ 11 000 კაცი ჰყავდა. სოლომონმა მოულოდნელი დარტყმები განახორციელა და აიღო ბაღდადის და შორაპნის ციხეები. ფოთიდან მომავალ ოსმალებს გზა გადაუკეტა, ხოლო თურქთა ძირითადი არმია ხრესილის ველზე შეიტყუა. ბრძოლა გაიმართა 1757 წლის 14 დეკემბერს. შეტაკება გათენებამდე, სიბნელეში დაიწყო. ბრძოლაში პორველი თავად სოლომონი გადაეშვა, „ესრეთ მხნე იყო ვითარც ლომი“ და პირადად განგმირა ალი ფაშა. ბრძოლაში დაიღუპა 4 ფაშა, ოსმალები პირწმინდად განადგურდნენ. პარალელურად „ფიცის კაცებმა“ ელვისებური დარტყმებით გაათავისუფლეს ქუთაისი. ხრესილთან განცდილ მარცხს ვერ ეგუებოდა ოსმალეთის სულთანი და 1758-1768 წლებში საერთო ჯამში 300 000-მდე იანიჩარი, ქურთი გვარდიელი და თურქი მხედარი გამოგზავნა სოლომონზე შურის საძიებლად, მაგრამ ამაოდ. იმერეთის გმირი მეფე და „ფიცის კაცები“ იბრძოდნენ ფრონტალურად, იყენებდნენ პარტიზანული ომის ტაქტიკას, იშველიებდნენ დაქირავებულ ლეკთა ლაშქარსაც და მუსრს ავლებდნენ მტერს. 1768 წელს ოსმალეთის სულთანმა სოლომონ I-თან თავი დამარცხებულად ცნო და შეწყვიტა ლაშქრობები საქართველოში.


image

1
653
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
653
  
2022, 1 დეკემბერი, 10:53
იშვიათია ასეთი ადამიანები ისტორიაში
0 1 1