x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
5 ველური ფაქტი ს@ქსის შესახებ ძველ რომში

image


ბრიტანელი ავტორი ლ. ჯ. ტრაფორდი წიგნში "სექსი და სექსუალობა ძველ რომში" სხვადასხვა თემას იკვლევს - სხეულზე თმებისადმი იმდროინდელი დამოკიდებულებით დაწყებული მამაკაცური "ღირსებების" იდეალური ფორმით დასრულებული, ავტორი სახელმძღვანელოში ასევე სექსუალური ნორმების მარეგულირებელ წესებსაც აანალიზებს და წერს: "თანამედროვე ცნობიერებაში ძველი რომის გარკვეული სურათი დომინირებს: გარყვნილებითა და გახრწნილობით გაჟღენთილი ქალაქი; სექსი ყველასთვის, სადაც ყველას შეეძლო იმის გაკეთება, რაც სურდა, იმპერია, რომლის მორალის არარსებობა მისი დაცემის კატალიზატორად იქცა".


image


თუმცა, თანამედროვე შეხედულებისთვის უცნაური სექსუალური ლიბერალიზმის ასეთი გამოვლინებები კომპენსირებული იყო მკაცრი და საშიში ინტიმური პრაქტიკით. აი, ზოგიერთი მათგანი:


იმპოტენციის მკურნალობის ველური გზები


საუკუნეების განმავლობაში მამაკაცები ერექციული დისფუნქციით იტანჯებოდნენ, და გამონაკლისი არც რომაელები იყვნენ. სქესობრივი უძლურების წინააღმდეგ რომლებმაც საკუთარი ბრძოლა აღწერეს იყვნენ - პოეტი ოვიდიუსი და იმპერატორი ტიბერიუსი. ისინი თავიანთ ავადმყოფობაში გარშემო ყველას ადანაშაულებდნენ, ჯადოქრებით დაწყებული შეუხედავი პარტნიორებით დამთავრებული. ცნობილი რომაელები იმპოტენციისგან თავის დასაღწევად ყველა გზას მიმართავდნენ. ასე მაგალითად, პლინიუს უფროსმა მოიფიქრა "ვირის სასქესო ორგანოს შვიდჯერ ცხელ ზეთში ჩაყოფა", შემდეგ კი ამ ნარევით მამაკაცური "ღირსების" დამუშავება.



კიდევ ერთი რეკომენდაცია იუწყებოდა:


image


"აიღეთ ფასკუნჯის ფილტვის მარჯვენა მხარე და გადაახვიეთ ის წეროს კანში. ის მოქმედებს მამაკაცებზე, როგორც ძლიერი მასტიმულირებელი." ნაკლებად გაწაფული რომაელებისთვის უფრო მარტივი რეცეპტიც არსებობდა: "თუ არ შეგიძლიათ ფასკუნჯის დაანაწევრება, აიღეთ მამლის მარჯვენა სათესლე ჯირკვალი". რამდენად ეფექტურად მუშაობდა ეს ჯადოსნური მეთოდები, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება. პოტენციის ამაღლების შესახებ პლინიუსის რჩევებს შორის ყველაზე ნაკლებ საშიშად მტრედის კვერცხის გულების ღორის ქონთან შერევა გამოიყურებოდა რაც დამეთანხმეთ, რომ ვირის ან მამლის სასქესო ორგანოსთან შედარებით, ძალიან მადისაღმძვრელადაც კი ჟღერდა.


image


სექსი როგორც დასჯის ფორმა


პარადოქსულია, მაგრამ ძველ რომში სექსუალური ორიენტაციის გაგება არ არსებობდა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო არა ის თუ ვისთან კავდებოდი სიყვარულით, არამედ ის თუ ვის როლში აკეთებდი ამას. ძველი რომის ეთიკის თანახმად სექსუალური აქტის დროს თუ აქტიურ პოზიციაში იყავი, მაშინ "მაგარ" ტიპად ითვლებოდი, ხოლო თუ პასიურში - პირიქით, "დასჯილის" და "დამცირებულის" იმიჯი გქონდა. მეტიც, ორალურ სექსში "ბრალდებული" უფრო დამამცირებელ პოზიციაში იყო, ვიდრე ანალურში "მხილებული". ეს კი იმიტომ ხდებოდა რომ პირი წმინდა ორგანოდ ითვლებოდა: მას ლოცვის, მისალმებისა და პოლიტიკური ფიცის დადებისას იყენებდნენ. იმდროინდელი რომაელისთვის არაფერი არ იყო უფრო დამამცირებელი, ვიდრე კუნილინგუსში მხილება.


ზომა წყვეტდა ყველაფერს


image


ზომას რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და ამას ზოგიერთი წყაროც მოწმობს: იმდროინდელ რომში არსებობდა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც სადილზე სტუმრებს მხოლოდ მათი სასქესო ორგანოს ზომის მიხედვით იწვევდნენ. ძირითადად, ასე იქცეოდა ცნობილი პოლიტიკოსი მარკუს ავრელიუს კოტა. რაც შეეხება მეორე დიდებულ რომაელსა და ცნობილ მონათმფლობელს ჰოსტიუს კვადრას, ის იმდენად იყო გატაცებული სასქესო ორგანოებით რომ მან ისეთი სპეციალური სარკის დამზდების ბრძანება გასცა, რომელსაც მამაკური "ღირსების" ვიზუალურად ზომაში გაზრდა შეეძლო.



დიდგვაროვანი რომაელები ძალადობის ელემენტებით გაჯერებულ როლურ თამაშებს მიმართავდნენ


image


და აქ საუბარი კონსენსუალურ "ბდსმ" -ის პრაქტიკაზე სულაც არ არის. იმპერატორი ტიბერიუსი იმდენად იყო გატაცებული სექსუალური ფანტაზიებით, რომ თავისი თორმეტივე სასახლის ეროტიკული ფრესკებით მოხატვა ბრძანა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა უფრო შორს წასულიყო, და სასახლეში სექსუალური მონები მოაყვანინა, რომლებსაც ნიმფების და პონების ფორმებში მოსავდა, შემდეგ კი ტყეში დამალვას აიძულებდა, რათა მოგვიანებით - თავი მტაცებლად წარმოედგინა - და მათ თავზე მოულოდნელად წადგომოდა.




0
594
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
594