x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"საქართველოში მოღალატეს მიწოდებენ"-გიორგი ჯიქია
image

მოსკოვის "სპარტაკის" და რუსეთის ეროვნული ნაკრების მცველმა, რუსეთში დაბადებულმა ქართული წარმოშობის ფეხბურთელმა, გიორგი ჯიქიამ განმარტა, რატომ არჩია საქართველოს ნაცვლად რუსეთის ნაკრებში თამაში.


მისივე თქმით, მას საქართველოში მოღალატედ თვლიან.


"საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. უკანასკნელად კი ერთი თვის წინ ვიყავი იქ. მეგრულ ენაზე საუბარი შემიძლია. ქართულად კი, სამწუხაროდ, არც საუბარი ვიცი და არც წერა-კითხვა."


"იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვფიქრობდი. საბოლოოდ რუსეთი ავირჩიე, რადგან ყველა პლუსი და მინუსი კარგად გავიაზრე, ამ ყველაფერს არც ვნანობ. ცუდია, რომ საქართველოში მე მოღალატედ ვითვლები", - განაცხადა ჯიქიამ.


უფრო ადრე ჯიქიამ განაცხადა:" არჩევანის პრობლემა მქონდა, მაშინ "ამკარში" ვთამაშობდი, სწორედ მაგ პერიოდში დამიძახა ეროვნულ ნაკრებში ჩერჩოსოვმა, იყო ზარები საქართველოდანაც, მოლაპარაკებები მაგრამ მე რუსეთში თამაში ვარჩიე, რაზეც ოდნავადაც არ ვნანობ, მშობლებთანაც კი არ მქონია ამაზე საუბარი, მათ ჩემს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს, ..აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და აქ ავიწყე კარიერა"-აღნიშნა მან.

0
334
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0