x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"თალიბანმა" ავღანეთში საჯარო დასჯის ტრადიცია აღადგინა, შარიათის კანონებით უკვე საჯაროდ სჯიან ადამიანებს
image ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოყვანილი ხელისუფლების დამხობის და ქვეყნის მმართველობაში დაბრუნების შემდეგ, ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხულმა "თალიბანმა" ძველი ტრადიციები აღადგინა, საქმე ეხება მამაკაცების წინადაცვეთას, ქალების დაცვეთას, სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებულების საჯაროდ ჩაქოლვას, მაჯების გადამსხვრევას ან სულაც კიდურების მოკვეთას.


ისლამის წესების დაუცველობის გამო დაშვებულია ნებისმიერი ასაკის ავღანელის საჯაროდ გაროზგვა, მეტიც თუ პირი ერთხელ უკვე იყო ანალოგიურ ქმედებაზე გაროზგილი მეორედ უკვე ჩაქოლვა ან ბოძზე ჩამოკიდება არ ასცდება.


"თალიბანის" უმაღლესმა ლიდერმა და ისლამური ავღანეთის ემირატის ემირმა ხაიბატულა ახუნზადამ ავღანელ მოსამართლეებს უბრძანა იხელმძღვანელონ ისლამის კანონებით და ნებისმიერი განსასჯელის მიმართ გამოიყენონ შარიათის კანონები.


"შარიათის კანონები პირდაპირ გავალდებულებთ იხელმძღვანელოთ ისლამური კანონებით და უმკაცრესად დასაჯოთ ნებისმიერი ვისი საქციელიც და ქმედებაც ეწინააღმდეგება ისლამურ რელიგიას"-განაცხადა "თალიბანის" ლიდერმა-როგორც ამას იუწყება The Guardian.


image "თალიბანის" ლიდერი ახუნზადა დახურულ ფორმატში შეხვდა ავღანეთის მოსამართლეებს, რომლებსაც მკაცრი მითითებები მისცა უმკაცრესი მეთოდებით იხელმძღვანელონ სასამართლოებზე შარიათის კანონებზე დაყრდნობით.


ახუნზადა არც ვიდეო და არც ფოტო გადაღების ობიექტივში არ მოხვედრილა 2021 წელს ავღანეთის ხელისუფლებაში "თალიბების" დაბრუნების შემდეგ. ირანის ისლამური ემირატის იმამი ცხოვრობს ყანდაგარში და იქიდან მართავს ქვეყანას. ცხადია ახუნზადა სრულად მაინც არ ენდობა ავღანურ ტომებს და სწორედ უსაფრთხოების გამო ცხოვრობს "თალიბანის" შექმნის და სულიერი ცენტრის ადგილზე.

0
249
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
249