x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დაკავებულია შსს-ს ინსპექტორი, რომელმაც შურისძიების მიზნით ყოფილი საყვარლის ქმარს ცოლის ინტიმური ფოტოები გაუგზავნა
image

საგამოძიებო უწყების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში 4 სამართალდამცავი ამხილეს.


დაკავებულთაგან ერთ-ერთი შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორია, რომელმაც 2022 წლის მარტში მეგობარი ქალის ინტიმური ფოტო მის ქმარს გაუგზავნა და მისწერა, რომ ცოლი ღალატობდა.



შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლითაა დაკავებული.


ეს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.



დეტალები: ასევე, დაკავებულია პენიტენციური სამსახურის მთავარი სამმართველოს ესკორტის უფროსი ოფიცერი დ.დ.


საგამოძიებოს თქმით, მან ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები იყვნენ განთავსებული, ცვლის გადაბარება უსაფრთხოდ ვერ უზრუნველყო და პატიმრები მუდმივი მეთვალყურეობის გარეშე დატოვა.


უწყების განცხადებით, ერთ-ერთ ჯგუფის წევრს, რომელიც, ასევე, წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა, სამსახურებრივი-საშტატო იარაღით, მიეპარა პატიმარი გ.ს. და სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა.


"რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა. ერთ-ერთი გასროლით მან თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიყენა, რასაც შედეგად მისი გარდაცვალება მოჰყვა", — ნათქვამია განცხადებაში.


პროკურატურამ მას ბრალდება სამსახურებრივი გულგრილობისთვის წარუდგინა.


გარდა ამისა, უწყების ცნობით, დანაშაულში ამხილეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც 2022 წლის 17 ნოემბერს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


"დაზარალებულმა განხორციელებული ძალადობის შედეგად ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო".


ამასთან, დაკავებულია პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორი თ.შ.


საგამოძიებოს განცხადებით, მან სამსახურებრივი უფლებამოსილება გადაამეტა და დისციპლინის დარღვევისთვის 4 წვევამდელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


უწყების ცნობითვე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნის დღიდან სისხლისსამართლებრივი დევნა 23 სამართალდამცავის მიმართ არის დაწყებული.

2
549
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
549
  
2022, 20 დეკემბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 3 დეკემბერი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2