x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კახელმა რთველში თავისი ქალაქელი კურსელები დაპატიჟა-სახალისო ისტორია

image
სოციალურ ქსელში სახალისო ისტორია ვრცელდება, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.


კახელმა რთველში თავისი ქალაქელი კურსელები დაპატიჟა. ჩაამთავრეს ყურძნის დაბინავება და საღამოს ხორაგით დატვირთულ სუფრას მიუსხდნენ. კამკამა რქაწითელმა არავინ დაინდო და ყველანი საკმაოდ დათვრნენ. ერთერთი სტუმარი კი გმირულად დაეცა მაგიდაზე.


ამოუჯდნენ ძმაკაცები მხარში და საწოლამდე მიიტანეს, ტანსაცმელი გახადეს და ლოგინში ჩააწვინეს ადამიანურად.თვითონ კი ისევ ქეიფი განაგრძეს.


უკვე აშლას რომ აპირებდნენ, ერთერთს, სუფრაზე ლანგარზე დაწყობილმა მოხარშულმა გოგრამ, გონება გაუნათა და მეგობრებს გაანდო - მოდით ეს გოგრა ავზილოთ, ავიტანოთ და სუფრაზე გმირულად რომ დაეცა იმის ლოგინში ჩავდოთო. დილაზე რომ გაიღვიძებს კარგად ვიხალისებთო.



თქმა და ასრულება ერთი იყო. სულ სიცილ-ხარხარით დაიძინეს იმ ღამეს.


დილით უთენია გააღვიძა სტუმრები მასპინძელმა, დილით ხაში და ზედ ლავაში- წესია კახეთშიო. ყველა ადგა იმ ერთის გარდა. დიდხანს ეხვეწნენ ადექიო მარა თავი გაიგიჟა კაცმა ძილი მირჩევნიაო და დარჩა ლოგინში.


სამ არაყს, კიდევ სამი მოყვა და შუადღე ისე წამოადგათ ვერც გაიგეს. მეგობარი რომ მოინაკლისეს მერეღა გაახსენდათ წუხანდელი ოინი და სიცილხარხარით დაადგნენ საწოლში - ადე ბიჯო რა ფესვები გაიდგიო.


კაი ხანს ჩუმად იყო მწოლიარე და ბოლოს გაბედა ხმის ამოღება - ძმები ხართ და სიმართლე უნდა გითხრათო - წუხელ ბევრი მომივიდა დალევა, გავითიშე და არაფერი მახსოვს როგორ დავწექიო. ეგ ჯანდაბას და ჩავისვარეო. პირველად ვარ ოჯახში და ასე შევრცხვი, აწი თავი სად გამოვყო, მეცით პატივი და როგორმე გამაპარეთ ამ სახლიდან, მარა აქვე დაგემშვიდობოთ მინდა, თქვენ მე ცოცხალს ვეღარ მნახავთ, თავი უნდა მოვიკლა მტკიცედ გადავწყვიტეო.


თავიდან კი იცინეს ძმაკაცებმა, მარა მერე მის დაზაფრულ სახეს რომ შეხედეს მიხვდნენ, კაცი მართლა ცუდ დღეში იყო და სიმართლე გაუმხილეს. გვინდოდა გაგკაიფებოდით და შენ რომ დაგეძინა მოხარშული გოგრა ჩაგიდეთ ტრუსიკში და მისგან ხარ ახლა ამოთხვრილიო.


- აი ნახე გოგრააო და სამტკიცებლად ერთმა ძმაკაცმა გადასწია საბანი, სტკუცა ყავისფერ მასაში თითი და გამოისვა პირში.


იმედის თვალებით შეხედა მწოლიარემ, მარა დეგუსტატორს ღიმილი პირზე შეადნა და ფურთხებით იღრიალა:


- მართლა ჩაუ@&ია ამ კეთილ@&$€ნულსო.



0
1484
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1484
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0