x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ჩემი შვილების დედის სიუჟეტი რომ ვნახე, ცხადია, შევწუხდი! ჩანაფიქრი იყო სხვა, გამოვიდა სულ სხვა!“ - ვახო სანაია
image

.

ვახო სანაია ეხმაურება მისი პირველი მეუღლის, მარიკა ბაკურაძის ტელეიმედზე მომზადებულ რეპორტაჟს რომელმაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. სანაია წერს, რომ არ ეთანხმება სიუჟეტს, მას სახიფათოს უწოდებს, თუმცა იქვე იმასაც აფიქსირებს, რომ მარიკა ბაკურაძე მისი ახლო მეგობარია და ცხადია ამ ბულინგში მის გვერდით დგას.

.


გთავაზობთ მის ფეისბუქ სტატუსს:

.
„მარიკა ბაკურაძე ჩემი მეგობარი და ბავშვების დედაა.
სულ რომ ქვეყანა ჩამოიქცეს, მე მას მხარში დავუდგები მთელი ცხოვრება.
ეს რაც შეეხება ჩემს პერსონალურ ნაწილს, რის გამოც (გარდა საქმიანი ნაწილისა) ამ საკითხს ამ ფორმით გამოვეხმაურე.
.
ჩვენს სამსახურებზე მე და მარიკას სასიამოვნო საუბრები დიდი ხანია, არ გამოგვდის. რადიკალურად განსხვავებულ სივრცეებში ვართ. ამიტომ რაღაც ეტაპზე ამ თემებზე საუბრები საერთოდ შევწყვიტეთ.
მაგრამ დღეს ეს სიუჟეტი რომ ვნახე, ცხადია, შევწუხდი. ვისაუბრეთ. იცის ჩემი აზრი ამ სიუჟეტზე. მე კი ზუსტად ვიცი ის, რომ ჩანაფიქრი იყო სხვა და გამოვიდა სულ სხვა. შეთქმულებები არაა საჭირო. სიმართლე ესაა - იდეაც მისი იყო და პასუხისმგებლობაც მისია.
.
მარიკა არაა პოლიტიკის ჟურნალისტი, მთელი ცხოვრებაა კულტურის სფეროს აშუქებს. სოციალურ ქსელში ბულინგის თემასაც სულ უკირკიტებს და აწუხებს. სხვანაირად უყურებს ამ საკითხს - თუ სოციალურ ქსელში ილანძღებიან, პირადად ხომ ასე არ იქცევიან. რატომ ცვლის ქცევას სოციალური ქსელები? მოკლედ, ამ თავის განხილვებშია.
.
მე სხვანაირად ვუყურებ - ეს უდიდესი მონაპოვარია, რომ ადამიანებს საჯარო პირების ლანძღვის უფლება ჰქონდეთ. რადგან ზუსტად ესაა გამოხატვის თავისუფლება.
.
მარიკა თავისი მოსაზრებების მიხედვით აკეთებდა ამ სიუჟეტსაც. სამწუხაროდ, გამოვიდა ის, რაც გამოვიდა.
.
მიკერძოებული ვარ? დიახ, რა თქმა უნდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ღრმად მიკერძოებული ვარ. ტყუილს ხომ არ ვიტყვი. პირდაპირ და პატიოსნად ვამბობ - საქმე ჩემს უახლოეს მეგობარს ეხება და წარმოუდგენელია ჩემთვის, ამ ყველაფრის წინაშე უჩემოდ იდგეს.
.
რაც შეეხება მიუკერძოებლად ჩემს მოსაზრებას - პირადადაც იცის. ამიტომ აქაც ვიტყვი - სახიფათო მასალა გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაფიქრი სხვა ჰქონდა. მეტად აღარ განვავრცობ.
.
PS
ახლა ერთი შემაშფოთებელი ტენდენციის შესახებ
ტელეფონის ნომრები საიდან მოიპოვაო, ეგ სრული იდიოტობაა და ვისაც მაგ საქმეში სახელმწიფოს შემოყვანა კაი ამბავი გგონიათ, ბოდიში, მაგრამ ვერ აცნობიერებთ, რას ამბობთ.
.
ტელეფონის ნომრები მოიპოვა ფეისბუქის საშუალებით. გადადით ექაუნთიდან ექაუნთზე, აღმოაჩენთ საერთო ფრენდებს, დაეკონტაქტებით და მოიპოვებთ ნომრებს. ასე იქცევა ყველა ჟურნალისტი ყოველდღიურად. ასე მოიქცა მარიკაც. რამე ახალი არ გამოუგონებია.
.
თუ რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურას ჩავრთავთ საქმეში, ხვალ მოგვდგებიან და დაიწყებენ გამოკვლევას, ჟურნალისტებმა რესპონდენტების ტელეფონის ნომრები საიდან მოვიპოვეთ. ვინ ჰკითხავს სახელმწიფოს, მე სად ვიპოვე და ვის გამოვართვი ნომერი - ამაზე ცალკე სტატუსს დავწერ.
ასეთია ჩემი უაღრესად მიკერძოებული სტატუსი., “ - წერს ვახო სანაია.
.~
.
.
0
343
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0