x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ოჯახის ქალების" მეტისმეტად პიკანტური სურათების ატვირთვა, რაა ეს თვითდამკვიდრების თუ კომპლექსებთან ბრძოლის მეთოდი?
image სოციალური ქსელების შექმნამ, განსაკუთრებით კი "ფეისნუქის", "ინსტაგრამის" და "ტიკ-ტოკის" ფართოდ წარმოაჩინა ის მანკიერება რაც აქამდე ასე თუ ისე დამალული იყო საზოგადოების სხვადასხვა ფენაში.


ყოველგვარ ეთიკას, ადამიანურობას, ოჯახისშვილობას მოკლებულმა პოსტებმა, სურათებმა თუ ვიდეო მასალამ მაღალი წნევის წყალსადენის დაზიანებულ მონაკვეთზე შადრევნად ამოსხმული წყალივით ამოხეთქა ზედაპირზე.
ლამის ტიტველი ქართველი გოგოების "ტყლარჭვა" უკვე აღარავის უკვირს, არც "სართულებიანი" გინება, რომელსაც საზოგადოებაში აქამდე ძალიან იშვიათად შეხვდებოდით.


ცალკე თემაა ოჯახის ქალების ზღვარსგადასული ქმედებები, რომელსაც ტვირთავენ სოციალურ ქსელებში, დედა ძალიან შილიფად ჩაცმულ გოგონას "ჭკუას ასწავლის", რასაც 12-14 წლის გოგონა საზიზღარი სიტყვებით პასუხობს. კომენტარებზე კი დედას ისეთი რეაქცია აქვს, ძნელია დაიჯერო რომ ის ქართვლი ან ზოგადად კავკასიელი ქალია.


არავის არ განვიკითხავ, რადგან განმკითხავს უარესად განიკითხავენ ერთ დღეს, მაგრამ არის ზღვარი რომელსაც ოჯახის ქალმა, დედამ და უბრალოდ ადამიანმა არ უნდა გადააბიჯოს.



ქართველ ქალებს, უფრო სწორად მათ ნაწილს მოდი შევეშვათ და უცხოელ ოჯახის ქალებზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა.


რატომ ტვირთავენ ოჯახის ქალები საოცრად პიკანტურ სურათებს სოციალურ ქსელებში, თან ეს მაშინ როცა პროფილი დახურული არა აქვთ და მათ სურათებს პრაქტიკულად ყველა ხედავს?


ჩნდება ერთი კითხვა-რას ემსახურება მათი ასეთი საქციელი, გარკვეული კომპლექსების გადალახვას თუ თვითდამკვიდრების და პოპულარობის სურვილს?
მე ამაზე პასუხი არა მაქვს, რადგან არა ვარ ფსიქოლოგი, ჩემი აზრი კი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ მკითხველისათვის არგმენტირებული მაინც ვერ იქნება ჩემი არაპროფესიონალიზმის გამო ამ საკითხში.

ოჯახის ქალების ოჯახებისათვის ალბათ არცთუ დიდად მისაღები სურათების კოლაჟი.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
+14


















0
557
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
557