x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"არცერთი “შავი” არ იკადრებს იმას, რასაც თეთრ ხელთათმანიანი მორალისტები კადრულობენ!"- რას წერს ლალი მოროშკინა

image


ლალი მოროშკინა ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და აღნიშნულ ფაქტს სატანისტურ რიტუალს უწოდებს. მოროშკინას თქმით, პროკურატურა თუ დანაშაულის გახსნას მოინდომეს კვალზეც გავა!


"ვიღაცას ძალიან აწყობდა ახლა მსგავსი სკანდალი!


…და მაინც მგონია იმ ორი გარეწრის უკან დიდი დაფინანსება დგას!!!!


რაც მოხდა ცდება მორალს, ზნეობას და კრიმინალს,


სამაგიეროდ ზუსტად ჯდება ფსევდო-ლიბერალურ ხელწერაში!!!


აბა ტყუილად დაიბეჭდა ამდენი პლაკატი ფემიციდზე, აბა სხვაგვარად როგორ დავაჩოქოთ ჩვენი ბოლო გენოფონდი, აბა სხვანაირად როგორ არმივიღოთ საშობაო მარხვა????


ეს სატანისტური რიტუალია და თუ პროკურატურამ მოინდომა კვალზეც გავა!


P.S. მე საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავე სასჯელაღსრულების სისტემაში, რომ განვასხვავო კრიმინალი და დაკვეთა!


არცერთი “შავი” არ იკადრებს იმას, რასაც თეთრ ხელთათმანიანი კვაზი მორალისტები კადრულობენ!"- წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში 27 და 39 წლის მამაკაცებმა 70 წლის მონაზონი ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ კი გააუპატიურეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერაციულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






0
772
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
772