სისხლის სამართალი რით დასრულდა ბავშვის მკვლელობის საქმე, რომელიც 20 წელი გაგრძელდა - კრიმინალური არქივიდან 2022, 28 ნოემბერი, 15:19 ![]() დამნაშავის აღმოსაჩენად ჰოლანდიის სამართალდამცავ ორგანოებს 20 წელი დასჭირდათ და დნმ-ის დაახლოებით 14 ათასი ნიმუშის ანალიზის შედეგი. 1998 წლის აგვისტოს 11 წლის ნიკი ვერსტაპენი სხვა ბავშვებთან ერთად წავიდა კარავის ტიპის ბანაკში ქალაქ მაატრიხტის მახლობლად. მეორე დღეს, 11 აგვისტოს, ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს ტყეში, ბანაკიდან ნახევარ კილომეტრში. ცხედარს გარეგანი დათვალიერების დროს არ აღენიშნებოდა არავითარი ძალადობის კვალი მაგრამ ბიჭის პიჟამა შარვალი შიგნიდან გარეთ ამოტრიალებული აღმოჩნდა, რას სავარაუდო მკვლელობის საფუძველი გახდა. იმ დღის დილით ადრე, სამხედრო ნაწილის პერიმეტრზე პოსტზე მყოფმა სამხედროებმა შენიშნეს ველოსიპედისტი. ის იოს ბრეხი აღმოჩნდა. პოლიციაში დაკითხვისას მან თქვა, რომ ბუკლეტებს არიგებდა. ხოლო კითხვაზე, თუ ასე ადრიანად რატომ იყო გამოსული, მან უპასუხა, რომ ჯოჯოხეთური სიცხეს მოერიდა, რომელიც დღისით ირგვლივ სრულად ისადგურებდა. ![]() ![]() ![]() მაგრამ დაკავებულ მამაკაცს ფსიქოლოგიური პროლემები ჰქონდა და მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. დე ბრისი 20 წლის განმავლობაში პრესით პერიოდულდ ახსენებდა საზოგადოებას ბიჭის მკვლელეობის საკითხს. 2012 წელს საქმე გადაეცა დამოუკიდებელ საგამოძიებო ჯგუფს, რომელსაც ხელთ ჰქონდა დნმ-ის კვლევის უახლესი ხელსაწყოები. ერთიანი ბაზის ჩამოყალიბებას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდა. ლიმბურგის ოლქში 22-დან 75 წლამდე მამაკაცებს მოთხოვეს დნმ-ს ტესტის ჩაბარება. ბევრი დათანხმდა, თუმცა დაახლოებით მესამედმა უარი თქვა. შემდეგ კი წარმოუდგენელი მოხდა: დნმ-ის პროფილის ნაწილობრივი დამთხვევა. ეს კაცი აღმოჩნდა ბუკლეტების გამყიდველის - იოს ბრეხის ნათესავი, რომელიც ტყეში ხის სახლში ცხოვრობდა. სახლში მისულმა პოლიციელებმა მისგან ნიმუში აიღეს. დნმ-ს სრული დამთხვევა მოხდა. ამასობაში კი თავად ბრეხი გაუჩინარდა. მაგრამ მალევე მას შემდეგ რაც კრიმინალი ინტერპოლს გადასცეს. მალე პოლიციაში შევიდა ზარი. ის, ვინც დარეკა, ესპანეთში მცხოვრები ჰოლანდიელი იყო. მან თქვა, რომ მან ნახა იოსი ბარსელონას მახლობლად მდებარე სოფელ კასტელტერკოლში. ჯოსი იპოვეს და დააკავეს. 2018 წლის სექტემბერში იგი ექსტრადირებული იქნა ნიდერლანდებში. ![]() ![]() ![]() რუბრიკა :კრიმინალური არქივიდან იხილეთ<<< ამ ბმულზე382 3-ს მოსწონს
|