x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
10 ულამაზესი პერსონაჟი საკულტო ფილმებიდან
image




თინა კარლაილი - კამერონ დიასი


როდესაც "ნიღაბი" გამოვიდა 1994 წელს, ფილმმა უდიდესი საქმე გააკეთა როგორც ჯიმ კერისთვის, ასევე კამერონ დიასისთვის. ამ ფილმში, თინა კარლაილი, რომელიც მაფიის შეყვარებულის როლს ასრულებდა, მუქ წითელ კაბაში გამოწყობილმა მილიონობით თაყვასისმცემელის გული დაიპყრო

image




კეტრინ ტრამელი - შერონ სტოუნი


საკულტო და ლამაზი კინოგმირებზე საუბრისას რა თქმა უნდა ავღნიშნოთ კეტრინ ტრამელი. შერონ სტოუნის როლი პოლ ვერჰოვენის მიერ 1992 წელს გადაღებული ნეო-ნუარის ჟანრის ეროტიკული ელემენტების შემცველი თრილერში


როგორც ამბობენ, ფილმის ყველაზე ცნობილი (და შოკისმომგვრელი) სცენა შერონ სტოუნის თანხმობის გარეშე გადაიღეს.

image


როუზ დევიტ ბუკატერი - ქეით უინსლეტი


ინგლისელი მსახიობი ქეით უინსლეტი სულ რაღაც 21 წლის იყო, როცა "ტიტანიკში" როუზის საკულტო როლი ითამაშა. რომელი ჩვენგანი არ შეათრთოლა სცენამ, როცა ვარსკვლავმა ჯეკ ლეონარდო დიკაპრიოს სთხოვა „დამხატე, შენი ერთ-ერთი ფრანგი გოგონასავით“

image





გრეის ჰარტი - სანდრა ბალოკი



ფილმი -კომედია სილამაზის კონკურსზე "მის კონგენიალობა"ერთ-ერთი საუკეთესოა კინოისტორიაში. სანდრა ბალოკი განასახიერებს FBI-ს აგენტს გრეის ჰარტს, რომელის შენიღბულად მონაწილეობს მის შეერთებული შტატების კონკურსზე.


მშვენიერი მონტაჟის შემდეგ, იგი ჩნდება განსაცვიფრებელი იასამნისფერი ბანდაჟის კაბაში, რითაც სამუდამოდ დაამხასოვრა მაყურებლებს თავი.


image


კლეოპატრა - ელიზაბეტ ტეილორი


1963 წლის ისტორიულ ეპოსში „კლეოპატრაში“ შესრულებული როლისთვის მსახიობმა ელიზაბეტ ტეილორმა 1 მილიონი დოლარი მიიღო. იმ დროისთვის ეს იყო რეკორდული თანხა. თავის მომავალ პარტნიორ რიჩარდ ბარტონთან ერთად, ლიზმა ეგვიპტის დედოფლის რეგალიები მოირგო.


კაშკაშა ვარსკვლავმა როლზე კოლეგა-ლამაზმანებს ჯოან კოლინზს და სოფია ლორენს აჯობა.

image

პრინცესა ანა - ოდრი ჰეპბერნი


მიუხედავად იმისა, რომ ის ზღაპრულად მომხიბვლელია, ახირებული ჰოლი გოლაითლის როლში "საუზმე ტიფანისთან", ოდრი ჰეპბერნი ყველაზე განსაცვიფრებელი მაინც " რომაულ არდადეგებშია". 1953 წლის რომანტიკული კომედია, რომელიც აღწერს ახალგაზრდა პრინცესას და ცინიკური ამერიკელი რეპორტიორის სიყვარულის ისტორიას, რომელსაც გრეგორი პეკი თამაშობს.

image



შუგარ კოვალჩიკი-მერლინ მონრო- 1959 წლის კინოკომედია "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" იქცა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად, ექვსგზის ოსკაროსან ფილმში მერლინ მონრო თამაშობს ქალთა ჯაზ ბენდში მომღერლის როლს, რომელსაც მუდმივად საქსოფონისტები უყვარდება, თუმცა მათთან ურთიერთობა ყოველთვის ცუდად მთავრდება...

image


კაროლინა - სალმა ჰაიეკი


სენსაციური სალმა ჰაიეკი თითქმის ყველა როლში ზღაპრულად გამოიყურება. თუმცა, ჩვენ გვსურს შევეხოთ მის პერსონაჟს კაროლინას ნეო-ვესტერნიდან, "ერთხელ მექსიკაში"მექსიკელ-ამერიკელმა მსახიობმა ანტონიო ბანდერასის პერსონაჟის ბედკრული ცოლი ითამაშა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.

image



მალენა-მონიკა ბელუჩი



ამავე სახელწოდების 2000 წლის ფილმში, ქვრივი მალენას სილამაზე მამაკაცების ოცნებისა და ქალების შურის საგანია. ქალები მას უგონებენ ათასგვარ ბინძურ ჭორს და საზოგადოებას ის მსჯავრდებულის სკამამდეც კი მიჰყავს. და როდესაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მის მიმართ დაგროვილი შური, სიძულვილი და აგრესია კულმინაციას აღწევს, ომიდან ბრუნდება მალენას დაღუპულად გამოცხადებული ქმარი და ისინი კვლავ ერთად არიან.


image

ელენა მონტერო - კეტრინ ზეტა-ჯონსი


ლამაზ გამოგონილ პერსონაჟებზე საუბრისას, ელენა მონტეროზე რას იტყვით? უელსელმა მსახიობმა კეტრინ ზეტა-ჯონსმა 1998 წლის ფილმში „ზოროს ნიღაბი“ ითამაშა.ესპანელი ელენა განსაცვიფრებელია, სწორედ ეს ფილმი დაეხმარა კეტრინს ჰოლივუდის A კლასში მოხვედრილიყო.

image

0
705
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
705
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0