x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინც კი პუტინის წინააღმდეგ ხმა ამოიღო საეჭვო ვითარებაში იღუპება
image ახალს არაფერს ვიტყვი თუ ვიტყვი, რომ ბოლო რამდენიმე წელია რუსეთში და რუსეთს გარეთაც იღუპებიან ცნობილი ადამიანები რომლებმაც პუტინის მმართველობის კრიტიკა დაიწყეს.


რუსეთში ტვერთან ახლოს ჩამოვარდა კერძო ვერტმფრენი, რომელშიც ძმები ალექსანდრე და დიმიტრი კურილიოვები იმყოფებოდა.


ძმებმა უკრაინაში რუსული აგრესია დაგმეს და მას რუსეთის ხელისუფლების კატასტროფა უწოდეს. ძმები საკუთარი ვერტმფრენით გუშინ ჩაფრინდნენ სანადირო მეურნეობაში, ინადირეს და "Robinson R66"-ით უკანვე, სახლისაკენ გამოფრინდნენ. ვერტმფრენს უფროსი ძმა 54 წლის ალექსანდრე მართავდა, მფრინავი მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი იყო სპორტული თვითმფრინავებით უმაღლეს პილოტაჟში.


ასევე იყო ვერტმფრენებით დედამიწის ირგვლივ გადაფრენის მონაწილე.
ვერტმფრენი ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით ჩამოვარდა, ორივე ძმა დაიღუპა. ალექსანდრე გამოცდილი პილოტი იყო, ხილვადობა საუკეთესო, ასე რომ მფრინავის შეცდომა ვერტმფრენის მართვისას სპეციალისტებმა გამორიცხეს.




კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია.


"Forex Club"-ის დამაარსებელი ვიაჩესლავ ტარანი დაიღუპა მონაკოში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად.


ვიაჩესლავ ტარანმა სულ რამდენიმე თვის უკან განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება აუცილებლად გადაჰყვება უკრაინაში შეჭრას და რომ რუსეთის პრეზიდენტმა სათავე დაუდო რუსეთის ერთიანობის რღვევას ამ ომით.


ბიზნესმენი შვეიცარიიდან, ლოზანადან მიფრინავდა მონაკოში, სდაც ის უკვე 10 წელია რაც ცხოვრობდა. ვერტმფრენს გამოცდილი პილოტი მართავდა, ვერტმფრენს გეგმიური ტექნიკური შემოწმება გავლილი ჰქონდა.


პილოტი და ბიზნესმენი ორივე ადგილზევე დაიღუპნენ, ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზები უცნობია.



0
168
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
168