საბუნებისმეტყველო 7 გიგანტური მწერი, რომელთა დანახვის შემდეგ შიშისგან სუნთქვა შეგეკვრებათ 2022, 28 ნოემბერი, 12:59 ![]() ზოგიერთი მათგანი იმდენად დიდია, რომ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემებიც კი! გოლიათი ხოჭო-ეს არის ყველაზე დიდი და მძიმე მწერი პლანეტაზე, რომელსაც მითიური გიგანტის გოლიათის სახელი შეარქვეს. ბინადრობს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში, ხოჭო მართლაც გიგანტური ზომისაა. სხეულის სიგრძე 100-110 მმ აღწევს, სიგანე 60 მმ, ამ მწერის წონა კი უფრო შთამბეჭდავია. მამრის წონა შეიძლება 100 გრამამდე იყოს, მდედრები გაცილებით პატარა და მსუბუქები არიან. გოლიათი ხოჭო უმეტეს დროს ხეების ქერქის ქვეშ ცხოვრობს. ის ხეებიდან ეშვება მხოლოდ შეჯვარების პერიოდში. რქის მსგავსი გამონაზარდები მწერის თავზე იარაღია მდედრისთვის ბრძოლაში, ასევე ტერიტორიების დაცვაში. მდედრებს განსხვავებული ფორმის რქები აქვთ, რომელიც კვერცხების ბუდის ასაშენებლად ნიჩბის როლს ასრულებს. ![]() Cytheronia royal ანუ თხილის სამეფო ჩრჩილი მართლაც გიგანტია, რადგან მუხლუხას სიგრძე 15 სანტიმეტრს აღწევს! ბინადრობს სამხრეთ აფრიკაში.გარდა ამისა, თავად მწერი საკმაოდ საშინლად გამოიყურება: მისი სხეული მთლიანად დაფარულია მოკლე ეკლებით, ხოლო თავზე აქვს 4 გრძელი რქა, რომლებიც დრაკონს მოგვაგონებს. ალბათ ამიტომაა, რომ Citheronia regalis "რქიან ეშმაკს" უწოდებენ. თუმცა, მიუხედავად მისი დამაშინებელი გარეგნობისა, რომელიც აუცილებელია მწერისთვის მტაცებლების დასაშინებლად, მუხლუხა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანებისთვის. საინტერესოა, რომ ეს მუხლუხო ზაფხულის ბოლოს გადაიქცევა ძალიან ლამაზ ჩრჩილად, რომლის ფრთების სიგრძე 16 სანტიმეტრია. ![]() ![]() ტარანტულა ქორი-ინგლისურად, ამ კრაზანის სახეობას უწიდებენ tarantula hawks, ქორივით აცხრებიან მსხვერპლს - tarantula spiders, ინგლისურად უწოდებენ tarantula. დავიწყოთ იმით, რომ 100 ათასზე მეტი სახეობა არსებობს, მათი უმეტესობა ცხოვრობს ტროპიკულ ზონაში და რამდენიმე სახეობა სუბტროპიკებში. გამრავლების პერიოდში მდედრი ტარანტულა ქორი საათობით დაფრინავს დაბალ სიმაღლეზე ან დადის მიწაზე და ეძებს კონკრეტულ მსხვერპლს- ტარანტულას . თუ ობობა დაინახა ღია სივრცეში, იმართება სასტიკი ბრძოლა. ტარანტულა გაცილებით ძლიერია ვიდრე კრაზანა, თუმცა კრაზანა მაინც იმარჯვებს, საქმე იმაშია, რომ იგი კბენს მუცლის არეში, სადაც მდებარეობს ნერვული ცენტრები. რამდენიმე წამის შემდეგ ობობა პარალიზებულია. ამის შემდეგ მდედრი კრაზანა თავის ბუდეში მიათრევს მსხვერლს, ზედ დებს კვრცხებს, რომლებიც თან მომავალი თაობის საკვები იქნება. ![]() ![]() ტყის მჭრელი ტიტანი-თავისი კლასისთვის წარმოუდგენელი ზომის მწერი ხარაბუზასებრნის ოჯახს მიეკუთვნება. ზრდასრულმა ინდივიდმა სიცოცხლის მანძილზე შეიძლება მიაღწიოს შთამბეჭდავ ზომას: სიგრძეში დაახლოებით 17 სმ-ს და სიგანეში დაახლოებით 8 სმ. ის ძნელად თავსდება ზრდასრული ადამიანის ხელისგულზე. თავზე განლაგებული მწერის ძლიერ ყბებს შეუძლია ადვილად გაკვნიტოს პატარა ზომის ღერო. ტყის მჭრელი ტიტანი თავის მთავარ იარაღს ოსტატურად იყენებს თავდაცვისთვის. უცნაურია, რომ ასეთი შთამბეჭდავი ზომის მქონე ხოჭო არაფრით არ იკვებება და იყენებს ენერგიის რეზერვებს, რომელის აკუმულირებაც ახერხებს ლარვის ეტაპზე. საინტერესო ფაქტია, რომ არავის უნახავს, როგორ იზრდება და ვითარდება ტიტანის ხოჭოს ლარვა. არსებობს ვარაუდი, რომ ის ფორმირდება ხეების დაშლილ ფესვებში, სადაც აღწევს შთამბეჭდავ ზომას სიგრძეში. ![]() ![]() 304 2-ს მოსწონს
|