x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
საინტერესო მოგონება ზვიადისა და მერაბის შესახებ...
image

"მერაბი ჩემზე 15 წლით უფროსი იყო. 10 წლის, რომ ვიყავი, დაახლოებით იმ პერიოდიდან მახსოვს. მას ზოგიერთი ნათესავი არანორმალურად თვლიდა – “ტაძარში დადის, სახლში ხატები დაიკიდა, კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟს გადაეკიდაო”; მერაბი უცნაურის შთაბეჭდილებას ტოვებდა იმ პერიოდში გამეფებული ცხოვრების წესიდან.


აღდგომა დღე იყო, 1976 ან 1977 წელი. ზვიად გამსახურდიამ მანქანით ჩამოიარა, ჩავსხედით მე, მერაბი, ზვიადი და რუსთაველზე წავედით, რომ გვენახა ეკლესიებში რა ხდებოდა. ქვაშვეთში ხალხი კანტი–კუნტად იყო. მოხუცი ქალბატონები გალობდნენ, ტაძარში ცოტა ხნით გავჩერდით. უცებ, 3 ახალგაზრდა შემოვიდა, იქაურობა მიათვალ–მოათვალიერეს. მგონი ზვიადი იცნეს. ერთ–ერთი მათგანი ღვთისმშობლის ხატთან ცინიკური გამომეტყველებით მივიდა და პირჯვარი გადაიწერა, რაზეც სამივეს სიცილი აუტყდა. ისინი კომკავშირლები იყვნენ. ეს რომ მერაბმა დაინახა, გაფითრდა; მერაბ, არ გინდა–მეთქი, – ვთხოვე, როცა შევნიშნე, რომ რაღაცის გაკეთებას აპირებდა. “აბა ერთი რამე მითხრანო”, – მომიგო, ღვთისმშობლის ხატთან მივიდა, დემოსტრაციულად დაიჩოქა და პირჯვარი გადაიწერა. მართლა ვერაფერი უთხრეს”.


მერაბი თითქმის ყოველ შაბათ–კვირას ქალაქგარეთ, ტაძრების მოსალოცად ზვიად გამსახურდიასთან ერთად დადიოდა, მეც მათთან ერთად ვიყავი ხოლმე – “გზადაგზა მიყვებოდა სად მივდიოდით, რით იყო ის ადგილი მნიშვნელოვანი. იმჟამად, რელიგიურ დღესასწაულებზე ხალხი ტაძრის ეზოებში ძირითადად საქეიფოდ მიდიოდა, ღრეობები იმართებოდა, რის შემდეგაც ტაძრის ეზო დაბინძურებული რჩებოდა. მერაბი და ზვიადი ჯერ ასუფთავებდნენ იქაურობას, შემდეგ ცარიელ ტაძარში შედიოდნენ, მოილოცავდნენ და გალობდნენ”.



ციცინო მაღლაფერიძის მოგონებებიდან

0
352
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0