x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ძალადობის ამსახველ კადრებს ავრცელებს გიორგი ფხაკაძე მის "ფეისბუქ"-გვერდზე

image


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება მის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტს, მისი თქმით, მას არ იცავს სახელმწიფო, და საზოგადოებას მიმართავს ამ კითხვით:

"მე თუ არ ვარ დაცული, თქვენ ხართ დაცული?!"


იგი მადლობას უხდის ყველა საინფორმაციო სააგენტოს, ჟურნალისტს, მოქალაქეს მისი მხარდაჭერისთვის!


გიორგი ფხაკაძე მის ფეისბუქ გვერდზე წერს:




"არა ძალადობას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩემი პოსტის დადებიდან 24 საათში რა მოხდა:


26-მა საინფორმაციო სააგენტომ (ეს, რაც ვნახე, ალბათ, მეტია) გააშუქა ჩემზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.


შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველო:


გაცნობებთ, რომ 2022 წლის 12 ივლისს მომხდარი ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის NXXXXXXXX საქმის გამოძიების ფარგლებში ცნობილი ხართ დაზარალებულად - სისხლის სამართლის კოდექსის XXX-ე მუხლის პირველი და XXX-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.


მინდა მადლობა გადავუხადო ყველა საინფორმაციო სააგენტოს, ჟურნალისტს, მოქალაქეს ჩემი მხარდაჭერისთვის!


ჩემთვის ამ პოსტის და სურათის დადება იყო დიდი სტრესი. ათასობით ადამიანი მთელი მსოფლიოდან (პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით) დამიკავშირდა და მხარდაჭერა გამოხატა. ასევე, უნდა ვაღიარო, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს მიადგა რეპუტაციული ზარალი. ეს იყო მიზეზი, თუ რატომ არ ვასაჯაროებდი 5 თვის განმავლობაში ამ ამბავს. იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კანონისა და სამართლის ფარგლებში დასრულდებოდა. რეპუტაციის გამოსწორება რთული იქნება, მაგრამ - შესაძლებელი.


იმედია, არ მომიწევს დამატებითი საზარელი სურათებისა და ვიდეოების გასაჯაროება და ყველაფერი სასამართლოს დარბაზში დასრულდება. არა ძალადობას"


ადგილი: თბილისი

დრო 11:46

თარიღი: 12 ივლისი 2022 წელი

დაზარალებული: გიორგი ფხაკაძე

მოძალადე – ჯერ კიდევ არის ქუჩაში

მე, გიორგი ფხაკაძე, ვარ დაუცველი საქართველოში

მე, გიორგი ფხაკაძეს, არ მიცავს სახელმწიფო

საქართველოს პროკურატურა – საკუთარ სამსახურს შეურაცხყოფას აყენებთ(დაზარალებულად ჯერ არ მცნო, ფიქრობს უკვე 5 თვეა)

საქართველოს საპატრულო სამსახური – საკუთარ თავს შეურაცხყოფას აყენებთ(ჩემი საქმე თაროზეც არ არის შემოდებული, დაკარგული ყოფილა)

საქართველოს სასამართლო – საკუთარ თავს შეურაცხყოფას აყენებთ(მოძალადე 2-ჯერ გაფრთხილებით გამოუშვეს, ჯარიმაც კი არ დაუწესეს)

მე თუ არ ვარ დაცული, თქვენ ხართ დაცული?!

არა ძალადობას"- წერს იგი.

image


0
134
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0