x
image
დავითი ჩუთლაშვილი
20 შემაშფოთებელი ფაქტი, რომლებიც დაგაფიქრებთ
სამწუხაროდ სამყარო ისე არ არის მოწყობილი, როგორც ყოველ ჩვენთაგანს სურს. ცხოვრება ხშირად უსიამოვნებებით და არასასურველი სიურპრიზებით არის სავსე. ამიტომ ჩვენი შეშფოთება ხშირად ბუნებრივია.


ქვემოთ 20 შემაშფოთებელ ფაქტს წარმოგიდგენთ, რაც ამ სამყაროზე შთაბეჭდილებებს შეგიცვლით:


1. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2012 წლის შემდეგ სუიციდით უფრო მეტი ჯარისკაცი იღუპება, ვიდრე ბრძოლაში.


2. ჩინეთმა უკანასკნელ 3 წელიწადში იმაზე მეტი ბეტონი გამოიყენა, ვიდრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მთელი მე-20 საუკუნის მანძილზე.



ატომი


3. კაცობრიობას 4-ჯერ მეტი დრო დასჭირდა, რათა სპილენძის მახვილიდან ფოლადის მახვილზე გადასულიყო, ვიდრე ფოლადის მახვილიდან ატომურ ბომბზე.


4. უკანასკნელ 2 წელიწადში იმაზე მეტი მონაცემი ვაწარმოეთ, რაც მანამდე მთელი ისტორიის მანძილზე.


5. დედამიწაზე აქამდე მცხოვრები ადამიანების ნახევარზე მეტი მალარიით არის გარდაცვლილი.


6. ნორვეგიასა და ჩრდილოეთ კორეას ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ქვეყანა ჰყოფს.


7. პლანეტაზე მცხოვრებ 8 უმდიდრეს ადამიანს უფრო მეტი ფული აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის უღარიბეს 50 %-ს.


8. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სასიკვდილო უბედური შემთხვევის ნაირსახეობა არის შხაპის ქვეშ ფეხის მოცურება და თავის იატაკზე ან კედლის კუთხეზე დარტყმა.


9. თუ შინაგანი სისხლდენა გაქვს, ამას მანამდე ვერ მიხვდები, სანამ უკვე ძალიან გვიანი არ იქნება.


10. ვერასოდეს ვერ მიხვდები, როცა ფსიქიკურად დაავადდები.


11. ყოველი ამოსუნთქვიდან სიკვდილამდე სულ რაღაც 6 წუთი გვაშორებს. მხოლოდ ჩასუნთქვით ვიხანგრძლივებთ ამ დროს კიდევ მომდევნო 6 წუთით.


12. როცა ადამიანი ლატარეის ბილეთს ყიდულობს, გაცილებით უფრო მაღალი შანსია, სახლისკენ მიმავალ გზაზე რომ დაიღუპოს, ვიდრე იმის შანსი, რომ ლატარეაში რაიმეს მოიგებს.


13. ყველა ადამიანი მხოლოდ ორი რამის შიშით ევლინება სამყაროს: პირველი ეს არის შიში დაცემის მიმართ, ხოლო მეორე - ხმაურის მიმართ. დანარჩენი ყველა შიში შეძენილია.


14. დედამიწაზე გარდაცვალებათა 3 % კომპიუტერულ თამაშებზე მოდის. მოთამაშეეები იმდენად იჭრებიან როლში, რომ ხშირად წყლის დალევა და ჭამაც კი ავიწყდებათ და წყურვილით და შიმშილით იხოცებიან.


15. თავის მოკვეთის შემდეგ ადამიანის ტვინს 15-20 წუთის მანძილზე ცნობიერება გააჩნია და იაზრებს, რაც დაემართა.


16. დედამიწაზე ყოველწლიურად დაახლოებით 7000 ადამიანი იმის გამო იღუპება, რომ ექიმის მიერ დაწერილ რეცეპტს სწორად ვერ კითხულობს.


17. დეპერსონალიზაცია არის ფსიქიკური გადახრა, როცა ადამიანი საკუთარ თავს ისე უყურებს, როგორც ვიდეოთამაშში ვუყურებთ საკუთარ პერსონაჟს მესამე პიროვნების პერსპექტივიდან.


18. ბრიტანეთში 1942 წლამდე წარუმატებელ თვითმკვლელებს სიკვდილით სჯიდნენ.


კატა


19. ერთ-ერთი კვლევის თანახმად კატები საკუთარ პატრონებს მოკლავდნენ და შეჭამდნენ, სათანადო ზომა და წონა რომ გააჩნდეთ.


20. 2007 წელს ბელგიის ერთ-ერთ პარკში ხუთი ადამიანის დანაწევრებული გვამი აღმოაჩინეს. იქვე ეგდო ქაღალდის ნაგლეჯი წარწერით „მე კირა ვარ.” მკვლელი დღემდე არ არის ნაპოვნი.


თავს როგორ გრძნობ? შეწუხდი და შეშფოთდი? ეს ჩემი ბრალი არ არის. მე ხომ მხოლოდ ფაქტებზე გესაუბრე. სამწუხაროდ სამყარო არ არის იდეალური ადგილი და კიდევ ძალიან დიდხანს არც იქნება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს.

0
451
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
451
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0