x
მეტი
  • 09.02.2023
  • სტატია:125545
  • ვიდეო:355969
  • სურათი:498450
მონაზვნის გაუპატიურებასა და ცემაში ბრალდებული პირების ვინაობა გასაჯაროვდა
image

ცნობილი ხდება ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში მომხდარ საზარელ დანაშაულში ბრალდებულთა ვინაობა.


ერთ-ერთი მათგანი წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, 39 წლის ვასილ გამგონიძეა.


მეორე კი, 27 წლის ლაშა ტალახაძე, რომელიც სასჯელს ცოლზე ძალადობისთვის იხდიდა.



70 წლის მონაზონს სახისა და სხეულის სხვადასხვა დაზიანება აქვს. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანა, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო მსხვერპლი ქალის თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.


გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობისა და გაუპატიურების უმძიმეს საქმეზე გრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 13 წლით პატიმრობა ემუქრებათ.

1
852
1-ს მოსწონს
ავტორი:ლელუ
ლელუ
852
  
0 1 1