x
მეტი
  • 29.01.2023
  • სტატია:125250
  • ვიდეო:355863
  • სურათი:498092
გინესის რეკორდი: ფლორიდაში ყველაზე საშიში ხე იზრდება
ესპანელი კოლონიზატორები მას arbol de la muerte-ს ანუ “სიკვდილის ხეს” უწოდებდნენ, თანამედროვე ფლორიდელები კი “შხამიან ვაშლის ხეს” უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ასეთი არ ჩანს, ეს ხე გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შესულია როგორც ყველაზე საშიში მცენარე მთელ მსოფლიოში.


მისი ყველაზე ხშირად გამოყენებული სახელწოდება მაინც მანზანილაა, რაც ესპანურად “პატარა ვაშლს” ნიშნავს. მანზანილა მართლაც მოგაგონებთ ვაშლს, თუმცა მხოლოდ იერით. ის იმდენად ტოქსიკური მცენარეა, რომ მის ტოტზე უბრალო შეხებაც კი ადამიანის კანზე წყლულებს და ნახეთქებს აჩენს და საშინელ ტკივილს იწვევს. არსებობს მაგალითები, როცა ადამიანი მის ტოტს უბრალოდ შეეხო, მერე თითი თვალზე მოუხვდა და მომენტალურად დაბრმავდა. საკმარისია, “სიკვდილის ხის” ქვეშ წვიმაში რამდენიმე წუთი გაატაროთ, რომ სხეულზე წყლულები გამოგივიდეთ და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ.


მაზანილა


მისი ნაყოფის ერთი ლუკმის ჩაკბეჩაც კი კმარა, რათა ადამიანს მუცლის, ყელის და პირის ღრუს ძლიერი ტკივილები დაეწყოს, რაც რამდენიმე წუთში სიკვდილით დამთავრდება.



ხანდახან ხდება, რომ ადამიანები მანზანილას ტოტებს წვავენ. მათ წარმოდგენაც არ აქვთ, ამით რა ემუქრებათ. წარმოქმნილი კვამლის არეში მოხვედრა მომენტალურ სიბრმავეს ნიშნავს. სამწუხაროდ ასეთ დროს ვერაფერი ვეღარ გადაგარჩენთ.


ადგილობრივი ინდიელები მანზანილას წვენში საკუთარი ისრების წვერებს აწობდნენ და ომში ამგვარად შეიარაღებულები მიდიოდნენ, რის შემდეგაც მტერს გადარჩენის შანსი თითქმის აღარ ჰქონდა.


მისი შხამის გადამუშავება მხოლოდ ლეგუანას ორგანიზმს შეუძლია. ეს ხვლიკი ნაყოფს მიირთმევს და ხის ტოტებში უზრუნველად ცხოვრობს. აბა რომელი მტაცებელი გაეკარება მსოფლიოში ყველაზე საშიში ხის ტოტზე მოკალათებულ რეპტილიას?


მაზანილა


დღეს “სიკვდილის ხე” გადაშენების პირას არის. ამიტომ ფლორიდაში ზოგიერთი ბოტანიკოსი მასზე განსაკუთრებულად ზრუნავს, რადგან მსოფლიოში ყველაზე საშიში ხეც კი ბიომრავალფეროვნების შემადგენელი ნაწილია, თუმცა მის გადასარჩენად ფლორიდელთა უმრავლესობა დიდად არ იწუხებს თავს. ან კაცმა რომ თქვას, როგორ უნდა შეგრჩეს ენთუზიაზმი იმ ხეზე ზრუნვის პროცესში, რომელთან სრულიად შემთხვევით და უწყინარ კონტაქტსაც კი ფატალური შედეგების გამოწვევა შეუძლია?!

1
764
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
764
  
2022, 26 ნოემბერი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1