x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ფიროსმანის უცნობი ფოტო აღმოაჩინეს?
image
"ძვირფასო მეგობრებო, გუშინ, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დარბაზში გახსნილი დროებითი გამოფენის: „რკინიგზა ხაშურში-150“ გახსნაზე საზოგადოების წინაშე პირველად წარვადგინეთ ფოტო, რომელზეც, ჩვენი აზრით, სხვა პიროვნებებთან ერთად, ნიკო ფიროსმანი უნდა იყოს გამოსახული.


რასაკვირველია, გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, რითაც აზრს, რომ ფოტოზე ფიროსმანია გამოსახული, კიდევ უფრო განვამტკიცებთ:



1. ფოტო აღმოჩნდა, სწორედ, ხიდირბეგიშვილების კოშკისა და ხაშურის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის უბანში, სადაც ფიროსმანი კონდუქტორად მუშაობისას ცხოვრობდა კერძო სახლში;



2. ნიკო ფიროსმანაშვილი ხაშურში, რკინიგზაზე მუშაობდა 1890 წლის 14 აპრილიდან 1890 წლის 23 ოქტომბრამდე მემუხრუჭე კონდუქტორად #2167;



3. ფიროსმანი ხაშურში 8 თვის განმავლობაში ცხოვრობდა, რაც საკმარისი დროა იმისთვის, რომ ფოტო გადაეღო;


4. ფოტო არის პასპარტუზე, არის ფოტოსტუდიის პროდუქტი, დაბეჭდილია, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნის ბოლოს, ფოტოსტუდიაში;


5. ხაშურის რკინიგზაზე მუშაობისას ის, სავარაუდოდ, 28 წლის იყო; ფოტოზე გამოსახულია, სწორედ, ამ ასაკის ადამიანი;


6. მას ძალიან უყვარდა ევროპული ტანსაცმელი, მისი ჩაცმულობა ფოტოზე ნათლად ჩანს. სხვათა შორის, ფოტოზე გამოსახულ ყველა პიროვნებას(სავარაუდოდ, ოსტატებსა და შეგირდებს), ახურავთ, ან წინ უდევთ ამქრის წევრების ქუდები, გარდა ჩვენთვის საინტერესო პიროვნებისა;


7. ფოტოზე ფიროსმანი აღბეჭდილია სწორედ იმ წრის ადამიანებთან, რომელ წრეშიც ის მუდამ ტრიალებდა; პიროვნება, ვისი ოჯახიდანაც ფოტო წამოვიღეთ, იოსებ ლომსაძე, დედის მხრიდან, არის შთამომავალი თევდორაშვილების ცნობილი ოჯახიდან, რომლებიც ძირძველი ხაშურელები და ვაჭართა წარმომადგენლები იყვნენ. ოჯახის დიდი პაპა, კოლია თევდორაშვილი ხელოვანი ადამიანი, ხაშურის თეატრის მსახიობი იყო;


8. გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ ჩვენს მიერ მინიშნებული პიროვნების სახეზე(ვარცხნილობა, წვერი, თვალის ჭრილი, ასიმეტრიული სახე, ყურის ფორმა და ა. შ.)


ძვირფასო მეგობრებო, ბუნებრივია, გვესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა ასეთი განაცხადის გაკეთება ჩვენგან, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისგან, მაგრამ, საზოგადოებისთვის მიგვინდვია განსჯა.



ბედნიერები ვიქნებით, თუ ჩვენი ვარაუდების კიდევ უფრო განმტკიცებას შევძლებთ", - წერს ხაშურის სამუზეუმო გაერთანება საკუთარ გვერდზე.

0
81
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0