x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
7 საინტერესო ფაქტი ბერნარდო ბერტოლუჩის შესახებ და 7 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო
image

4 წლის წინ, 26 ნოემბერს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა უდიდესი იტალიელი კინორეჟისორი, დრამატურგი და პოეტი ბერნანდო ბერტოლუჩი, დღეს შემოგთავაზებთ 7 საინტერესო ფაქტს რეჟისორის ცხოვრებიდან და 7 ფილმს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.


1. 21 წლის ბერნარდო ბერტოლუჩი იყო პიერ პაოლო პაზოლინის ასისტენტი Accatone-ს გადასაღებ მოედანზე. მანამდე, 17 და 18 წლის ასაკში, ბერტოლუჩიმ გადაიღო სამოყვარულო ფილმები, ხოლო 22 წლის ასაკში გადაიღო თავისი სადებიუტო პროფესიონალური ფილმი „სიკვდილი ცელით“ (La commare secca)


2. პიერ პაოლო პაზოლინის მსგავსად, ბერნარდო ბერტოლუჩიც პოეტი იყო. წერა 15 წლის ასაკში დაიწყო. ახალგაზრდობაში მან გამოსცა ლექსების კრებული "საიდუმლოების ძიებაში", რისთვისაც ბერტოლუჩიმ მიიღო პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო.



3. რეჟისორ სერჯო ლეონესა და დარიო არჯენტოსთან ერთად ბერნარდო ბერტოლუჩი ფილმის სცენარზე "ერთხელ ველურ დასავლეთში" მუშაობდა.


4. ბერნარდო ბერტოლუჩის ჩამოართვეს სამოქალაქო უფლებები (როგორიცაა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება) და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს ფილმისთვის "უკანასკნელი ტანგო პარიზში". სურათი პორნოგრაფიად ჩათვალეს. ხოლო მსახიობები მარლონ ბრანდო და მარია შნაიდერი, რომლებიც ფილმში მთავარ როლებს ასრულებდნენ, რეჟისორზე განაწყენდნენ. ბრანდო ბერტოლუჩის 20 წელი არ ელაპარაკებოდა, ხოლო შნაიდერი მთელი ცხოვრება განაწყენებული იყო რეჟისორზე.


ბერტოლუჩიმ მოგვიანებით აღიარა, რომ შნაიდერს გაუპატიურების სცენის დეტალები არ უამბო, რადგან მას ქალის ბუნებრივი რეაქციის მიღება სურდა და არა მსახიობის.


5. 80-იანი წლების დასაწყისში ბერნარდო ბერტოლუჩიმ დატოვა იტალია. იმ ცენზურის გამო, რომელიც მის ფილმს „უკანასკნელი ტანგო პარიზში“ შეეხეო ან შესაძლოა კიდევ სხვა შემოქმედებითი მიზეზების გამო. წასვლის შემდეგ რეჟისორი ფილმებს იღებდა მთელ მსოფლიოში.


6. ახალგაზრდობაში ბერტოლუჩი მარქსისტი და ათეისტი იყო, შემდეგ კი ბუდიზმით დაინტერესდა. რეჟისორმა საკუთარ თავს „სკეპტიკოსი მოყვარული ბუდისტი“ უწოდა. მისი ფილმი "პატარა ბუდა" ამ რელიგიის ხარკია. სურათის პრემიერა, სხვათა შორის, მხოლოდ ერთი მაყურებლის - დალაი ლამას თანდასწრებით შედგა. ფილმის ყურების შემდეგ დალაი ლამა კმაყოფილი დარჩა ფილმით, მაგრამ თქვა მხოლოდ ერთი ფრაზა: „ბუდა არ შეიძლება იყოს პატარა“.


7. რა უნდა ნახოთ ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმებიდან?



"სიყვარული და რისხვა"-(1968)


მხატვრული ფილმი-დრამა, იტალიისა და საფრანგეთის ერთობლივი ფილმი ალმანახი, გადაღებული 1968 წელს. ფილმის პრემიერა შედგა 1969 წლის 29 მაისს. ფილმი შედგება ხუთი ნოველისგან სიყვარულსა და ძალადობაზე, რომელიც სამოციანი წლების ბოლოს ხდება, ფილმის შექმნაში მონაწილეობდა 5 სხვადასხვა რეჟისორი, მათ შორის ბერტოლუჩიც.


- "კონფორმისტი" -(1970)


ფილმი ფაშიზმის დედაარსზე. ფაშიზმის გააზრება ერთ-ერთი მთავარი თემა იყო იმდროინდელ იტალიურ კინოში (მაგალითად, პაზოლინი, ვისკონტი).1971 წელს მას საუკეთესო იტალიური ფილმის წოდება მიენიჭა.


- "უკანასკნელი ტანგო პარიზში"- (1972)


სურათმა 48-ე ადგილი დაიკავა 100 საუკეთესო ამერიკული მელოდრამის სიაში AFI-ის მიხედვით ფილმი ეროტიკულ და ფილოსოფიურ მელოდრამის ელემენტებს აერთიანებს.


"მეოცე საუკუნე"-(1976)


ეპიკური 5, 5 საათიანი ფილმი, რომელშიც თამაშობენ მსოფლიო კინოს მთავარი ვარსკვლავები აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და კანადიდან.1977 წელს დასახელდა საუკეთესო ევროპულ ფილმად.


"უკანასკნელი იმპერატორი "-(1987)


9 ოსკარი, 4 ოქროს გლობუსი, სეზარის ჯილდო და სხვა პრესტიჟული ჯილდოები.



"პატარა ბუდა" - (1993)


კიანუ რივზი მთავრ როლში, როგორც ბუდას რეინკარნაცია.



"მეოცნებეები" -(2003)


ახალგაზრდა ევა გრინი, ლუი გარელი და მაიკლ პიტი, რომლებიც აწყობენ სექსუალურ რევოლუციას ერთ პარიზულ ბინაში. და ეს ყველაფერი ხდება 1968 წლის სტუდენტური მღელვარების ფონზე.


ფილმი ერთბაშად რამდენიმე კინოჯილდოზე იყო წარდგენილი.

1
137
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
137
  
2022, 26 ნოემბერი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1