x
მეტი
  • 28.01.2023
  • სტატია:125248
  • ვიდეო:355863
  • სურათი:498092
გაიცანით უპრეცედენტო თვისებების მქონე თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი, რომელმაც მეცნიერები გააოცა
კოსმოსი სიურპირიზებით არის სავსე, რასაც გასულ წელს გაკეთებული გასაოცარი აღმოჩენაც მოწმობს. ვარსკვლავი, რომელიც კალიფორნიელმა ასტრონომებმა 2021 წელს, კოსმოსის თვალუწვდენელ სიღრმეებში აღმოაჩინეს, დიამეტრით თითქმის მთვარის ოდენაა, მაგრამ სამაგიეროდ მასით მზეს 1, 4-ჯერ აღემატება.


წარმოუდგენელი სიმკვრივე არ არის ერთადერთი თვისება, რამაც ახლად აღმოჩენილ ვარსკვლავში შეიძლება გაგაოცოთ. ამ თვისების გარდა თეთრ ჯუჯა ვარსკვლავს მზეზე მილიარდჯერ უფრო ძლიერი მაგნიტური ველიც აქვს.


თეთრი ჯუჯა ჩვეულებრივი ვარსკვლავის მკვრივი ნარჩენია. მას შემდეგ, რაც ვარსკვლავი თავის დროს ამოწურავს და ზედა ფენებს კარგავს, მისი გული კოლაბირდება და კომპაქტურ კოსმოსურ ობიექტად იქცევა, რომელსაც მცირე ზომა და უზარმაზარი გრავიტაცია გააჩნია.


მეცნიერების დასკვნით ვარსკვლავების 97 % ადრე თუ გვიან თეთრი ჯუჯა ხდება.



ZTF J1901 + 1458 - ასე ეწოდა ახლად აღმოჩენილ ობიექტს. ის ჩვენგან 130 სინათლის წლის მანძილზე, არწივის თანავარსკვლავედში მდებარეობს და წარმოიშვა 100 მილიონი წლის წინ, რაც სამყაროს ასაკთან შედარებით ძალიან მცირე ასაკია.


კიდევ ერთი საოცარი თვისება, რაც ZTF J1901 + 1458-ს ახასიათებს, მისი ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდია. სუპერკომპაქტური თეთრი ჯუჯა თავისი ღერძის ირგვლივ ერთ შემობრუნებას 7 წუთზე ნაკლებს ანდომებს. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისი ერთი დღე დედამიწის 7 წუთზე ნაკლებს უდრის.


რა ბედი ელის ახლად აღმოჩენილ თეთრ ჯუჯას მომავალში? ტრილიონობით წლის შემდეგ ის ნათების უნარს სრულად დაკარგავს, გაცივდება და თანდათან ყავისფერ ჯუჯად გადაიქცევა. ალბათ ფიქრობთ, რომ ასეთ დროს თქვენ უკვე შეძლებთ მის ზედაპირზე გასეირნებას და სელფების გადაღებას, მაგრამ ცდებით: საშუალო სიდიდის ადამიანი ZTF J1901 + 1458-ზე 1, 5 ტონაზე მეტს აიწონის და ადგილიდან ძვრასაც ვერ იზამს. ადამიანს აქ საკუთარი წონა გასრესდა.


არადა, წარმოიდგინეთ, რა საინტერესო იქნებოდა ცაზე 7 წუთის განმავლობაში მთლიანად განახლებული ვარსკვლავების და თანავარსკვლავედების ხილვა, თუმცა ბედმა არავის არ არგუნა მსგავსი საოცრებით ტკბობა.


ჯუჯა

1
168
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
168
  
2022, 26 ნოემბერი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1