x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ივანე მუხრანსკის სადილი - ძველი თბილისის იშვიათი ამბებიდან
ივანე მუხრანსკის სადილი.


კარაპეტ გრიგორიანცი თავის ჩანაწერებში, რომელიც შემდგომ წიგნად გამოიცა სათაურით"ძველი თბილისის იშვიათი ამბები", ამ საარაკო სადილს ასე აღწერს:


1888 წელს სეკტემბერში ივანე მუხრანსკიმ თიანეთის ველზე ალექსანდრე მეორეს ისეთი სადილი გაუმართა, რომ, როგორც იტყვიან, მთელი საქართველო და რუსეთის მეფე ერთიანად გააკვირვა. ეს სადილი უფრო იმით იყო შესანიშნავი, რომ ერთი მისხალი ხორცი არ უხმარებიათ.


ალბათ როგორც ძველი საქართველოს ყოფა ცხოვრების მცოდნე ივანე მუხრანსკის დიდი ხნით ნაფიქრი ქონდა, რომ ამით ერთი სამაგალითო მასპინძლობა ეჩვენებინა თუ რუსეთის მჭირველისათვის და თუნდა მთელ საქართველოს კეთილშობილთათვის. იმ სადილზე არ უხმარებათ არც სტოლი, არც სკამები, არც ფარფორის ჭურჭელი, არც დანა ჩანგალი, არც ბოთლი და ჭიქა, არც კოვზები, არც სალფეტკები, ერთი სიტყვით, ყოველივე მოწყობილობა ისე ყოფილა, როგორც უწინ მეფების ჟამათ ყოფილა საქართველოს ოჯახებში.



მწვანე ველზე ყოფილა გაშლილი ლურჯი სუფრები, თეფშების ნაცვლათ ყოფილა ხის ხონჩები და თიხის ჯამები, სალფეტკების ნაცვლათ ყოფილა აბრეშუმის ბაღდადები, ბოთლების ნაცვლათ ყოფილა თიხის დოქები, ჭიქების ნაცვლათ ყანწები და ჯამები, პურები ყოფილა კახური შოთები და ლავაშები. საჭმელები ყველა ქართულ გემოვნებით და ყველა უხორცოთ. ფლავი რამდენმე ჯურათ, სოკო რამდენმე ჯურათ ერბოკვერცხით, მხალი რამდენიმე ჯისისა, ლობიო რამდენშე ჯურათ და რამდენიმე ჯისისა. ბადრიჯანი და პამიდორი რამდენმე ჯურად ერბოკვერცხითა. სატაცური რამდენმე ჯურაზე მოხრაკული, თევზეული რამდენიმე ჯისისა და რამდენმე ჯურაზე მომზადებული. შეჭამანდები მაწვნისა, დოსი და სხვა და სხვა. ამგვარი შესანიშნავი სადილი მაშინ უფრო დამგზავსებია სიძველეს, როდესაც ყველა იქ მოწვეულთა თიხის ჯამებში ხელით ჭამა დაუწყვიათ. ამ სადილს მეფე დედოფალი ისე გაუშტერებია, რომ თავის გვერდით მჯდომელ მუხრანსკისთვის შეჰპირებია, რომ ყველა სათხოვარი შეუსრულოს.


ბოლოსრუსეთში დაბრუნებისას მუხრანსკის უთხოვნია, რომ საქართველოს თავად აზნაურობის ვალები ხაზინის მხრიდან ეჩუქოსო. ეს სათხოვარი თუმცა მეფეს არ მოსწონებია, მაგრამ მაინც პასუხი არ გაუცია. როდესაც სატახტო ქალაქში მისულა და მინისტერთა საბჭოსთვის გადაუცია, ესეთი მძიმე საქმე უხერხულათ უცვნიათ და უარი შემოუთვლიათ...

image
1
508
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
508
  
2022, 26 ნოემბერი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1