x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"არაფერი საერთო ამას სიკეთესთან არ აქვს, მავნებლობაა ეს, სამწუხაროდ, სიკეთის სახელით" - თამო კეშელავა
imageჟურნალისტი თამო კეშელავა თბილისის ერთ-ერთ უბანში განთავსებულ "სოციალური მაცივრის" ფოტოებს აქვეყნებს და წერს:


"არ ქნათ, ადამიანებო, ეს.


ნაჩუქარ ცხენს კბილი თუ არ უვარგა, თუ არ აქვს მისი მოვლის თავი ვისაც ჩუქნით, ცხენსაც დაღუპავთ და იმასაც, ვისაც აჩუქეთ.


ესაა სოციალური მაცივარი – თბილისშია ეს ფოტოები გადაღებული.



გაფუჭებული, ნაჭამი საჭმელი, გაფუჭებული, დამპალი მწვანილები, რომელზედაც, ეჭვი გამიჩნდა, რომ რომელიმე მაღაზიამ დაყარა, ბოლო დროს ხშირად მხვდება მეც მაღაზიაში ეს მწვანილი გაფუჭებული, გახსნილი, ნახევრად დალეული წვენი, დამპალი ბოსტნეული. გავიტანე ნაგავი, გადავყარე, მაგრამ მაცივარი გასაწმენდია, და ვეცდები უახლოეს მომავალში, გავწმინდო, რამე გზა მოვიფიქრო, რომ ისე გავწმინდო მცირე წყლის გამოყენებით, რომ უსაფრთხო იყოს საკვებისთვის. გარდა ამისა, მაცივარი არაა ელექტროენერგიაში შეერთებული. რაც კიდევ უფრო ართულებს მასში რამის სწორად შენახვის ალბათობას. მას შემდეგ, რაც გავარკვევ, რომელიმე კომპანია იღებს თუ არა თავზე, ამ მაცივრის მიხედვას, ვეცდები გავიგო, ვის შეუძლია ერთი მაცივრის ელექტროენერგიის საფასურის გადახდა აიღოს თავზე ახლომდებარე მაღაზიებიდან. პირველს, ცხადია, ნიკორას ვკითხავ, რადგან, ნიკორას წინ დგას.


დავუკავშირდი კომპანიას, რომელმაც თავის დროზე ეს მაცივარი დადგა, ვითხოვე დაზუსტება, აგრძელებენ პასუხისმგებლობას, თუ ვეღარ, დამეხმარებიან გასუფთავებასა და ჩართვაში, თუ ვერა – რადგან ძალიან ცუდი რამეა შიმშილი და არავინ იცის, ვინ შეიძლება აიღოს ის დადებული გაფუჭებული საჭმელი და ვინ შეიძლება მოიწამლოს. ჯერჯერობით, კომპანია უკუკავშირზე არ გამოსულა და არ ვიცი, რას მიპასუხებს. ფაქტია, კარგი რამის გაკეთება სურდა, მაგრამ შეიძლება, ცუდად მოტრიალდეს და ვინმე სასიკვდილოდაც მოიწამლოს.


სოციალური პასუხისმგებლობა არ არის ჩუქება, სოციალური პასუხისმგებლობა ზრუნვაა და არ აჩუქოთ და არ გასცეთ ნივთები, პროდუქტები, რომლებსაც ვერ გამოიყენებს, რომლის გამოყენებაც საფრთხის შემცველია.


ნუ დაუმძიმებთ ისედაც მძიმე ცხოვრებას.


ზრუნვა არ არის კუჭის ამოვსება, ზრუნვა ადამიანად დარჩენაში, ადამიანობის გაღვიძებაში დახმარებაა და ორივე მხარეს, მჩუქებელსაც და საჩუქრის მიმღებსაც ერთნაირად გამოგვადგება.


ნუ გააკეთებთ, ასეთ რამეებს, ადამიანებო, ნუ დაუყრით აყროლებულ რაღაცა ყუთში აყროლებულ აკვებს და ნუ დააწერთ რომ ეს სიკეთეა, არაფერი საერთო ამას სიკეთესთან არ აქვს, მავნებლობაა ეს, სამწუხაროდ, სიკეთის სახელით.


ნუ ეტყვით მიუსაფარ, უსახლკარო ადამიანებს, რომ ისინი ამ ფორმით იმსახურებენ საკვების მიღებას, პირიქით, უთხარით მათ, რომ ისინი უკეთეს იმსახურებენ, რადგან, რეალურად ესაა ზრუნვის მთავარი პრინციპი და არა სავსე კუჭი.


ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ის იმსახურებს საკვებს, ჭერს, ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლებას!


ამ ფოტოებზე ჩანს ეს? ჩანს ამ ფოტოებზე, რომ ამის შემხედვარე მიუსაფარმა ადამიანმა შეიძლება თავი უკეთ იგრძნოს და მოტივაცია და იმედი მიეცეს? ჩანს ამ ფოტოებზე სადმე, ზრუნვა? ჩანს ამ ფოტოებზე სადმე სიკეთე? ჩანს ამ ფოტოებზე სადმე, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ადამიანს ჰქონდეს კვების, ჯანმრთელობის შენარჩუნების, ჭერის, სიცოცხლის უფლება?


არ დაიწყოთ კომენტარებში ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ლანძღვა, უბრალოდ ვაჩვენოთ ის, რასაც ვერ ხედავენ ისე ეჩქარებათ, ვუთხრათ ის, რაც ვერ გაიფიქრეს და მოიფიქრეს და ვიპოვოთ შეცვლის გზა."-წერს თამუნა კეშელავა

ინიციატივა "სოციალური მაცივარი" 2018 წლიდან არსებობს, რომლის დახმარებითაც მოქალაქეებს საკვების ერთმანეთისთვის გაზიარება შეუძლიათ.

ამ მაცივრის შევსება გულისხმიერი ადამიანების გარდა რესტორნებსა და სუპერმარკეტებსაც შეუძლიათ, მაგალითად დღის ბოლოს დარჩენილი პროდუქტით, რომელიც იყრება ან ნადგურდება.სოციალური მაცივარი რამდენიმე ქალაქშია განთავსებული, მათ შორის თბილისში, რუსთავში და გორში.


1
171
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
171
  
2022, 26 ნოემბერი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1