x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
იოანეს აპოკალიფსის შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი (იოანეს გამოცხადება თ.12--17)
image



იოანეს აპოკალიფსის შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი (იოანეს გამოცხადება თ.12--17) .


(Evil Empire--Империя зла--ბოროტების იმპერია/---/USSR(Soviet Union)-Russia--СССР-Россия--სსრკ-რუსეთი).

იოანეს აპოკალიფსი, თ. 17 ქვეთავი, “მხეცი შვიდი თავით (შვიდი ეპოქა) და ათი რქით (ათი მმართველი)”. "მ.12. ათი რქა, რომლებიც შენ იხილე, ათი მეფეა (ათი მმართველია)." - ათი მეფე, ათი მეფის იმპერია.

ვნახოთ, იგივე იმპერიაზე ანუ მსოფლიოს უკანასკნელ ყველაზე დიდ და ყველაზე სისხლიან იმპერიაზე, თავისი ხილვიდან გამომდინარე, რას ამბობს დანიელ წინასწარმეტყველი: თ.7 მ.7 " .... (მხეცი ანუ იმპერია) გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა (ანუ ათი მეფე ჰყავდა).". ასევე შემდეგი მუხლები: თ.7 მ.23 "მან ასე მიპასუხა: მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო (უკანასკნელი იმპერია) იქნება ქვეყნად; გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, დათრგუნავს და შემუსრავს მას.". ასევე: თ.7 მ.24 "ათი რქა კი ის არის, რომ ამ სამეფოდან ათი მეფე აღდგება (ანუ ათი მეფე ეყოლება); მათ შემდეგ სხვა გამოვა (წინასწარმეტყველების ეს ყველაზე მისტიური აბზაცი, სპეციალურად მაქვს ცალკე განხილული ჩენმს სხვა წერილში); იგი განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს დაამხობს.".

სსრკ-რუსეთი, აპოკალიფსური შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი. შვიდი თავის ანუ შვიდი მეფის ეპოქის მქონე, უბრალო ქრონოლოგიით ათი რქის, ათი მეფის, ათი ტირან-დიქტატორის მმართველობა. ესენია:
1. მხეცის პირველი თავი-პირველი ეპოქა, პირველი რქა, პირველი მეფე - ვლადიმერ (მხეცის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, სახელის კოდი 666) ლენინი, იმპერიის მმართველობა 1917-1924წწ.
2. მხეცის მეორე თავი-მეორე ეპოქა, მხეცის მეორე რქა, მეორე მეფე - იოსებ სტალინი (პირველთან ერთად მხეცის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი) იმპერიის მმართველობა 1924-1953წწ.

3. მეორე თავის-მეორე ეპოქისა და მხეცის მესამე რქა, მესამე მეფე - გიორგი მალენკოვი, იმპერიის მმართველობა 5 მარტი 1953წ. - 7 სექტემბერი 1953წ.

4. მესამე თავი-მესამე ეპოქა, მხეცის მეოთხე რქა, მეოთხე მეფე - ნიკიტა ხრუშჩოვი, 7 სექტემბერი 1953წ. - 1964წ.
5. მეოთხე თავი-მეოთხე ეპოქა, მეხუთე რქა, მეხუთე მეფე - ლეონიდ ბრეჟნევი, იმპერიის მმართველობა 1964-1982წწ.
6. მეოთხე თავის-მეოთხე ეპოქისა და მხეცის მეექვსე რქა, მეექვსე მეფე - იური ანდროპოვი 1982-1984წწ.
7. მეოთხე თავის-მეოთხე ეპოქისა და მხეცის მეშვიდე რქა, მეშვიდე მეფე - კონსტანტინ ჩერნენკო 1984-1985წწ.

8. მეხუთე თავი-მეხუთე ეპოქა (იოანეს აპოკალიფსში - იოანეს აპოკ. თ.17, მ.10 - ამას ნიშნავს - "ხუთი დაეცა" ანუ სსრკ დაეცა და დაინგრა), მერვე რქა, მერვე მეფე - მიხეილ გორბაჩოვი - იმპერიის მმართველობა 1985-1991წწ. ამ დროს 1991წ. 26 დეკემბერს დაიშალა საბჭოთა კავშირი.
9. მეექვსე თავი-მეექვსე ეპოქა (იოანეს აპოკალიფსში - იოანეს აპოკ. თ.17, მ.10 - ამას ნიშნავს - "ერთი არის (ანუ მეექვსე თავი არისო), მეორე კი ჯერ არ მოსულა (ანუ მეშვიდე თავი კი ჯერ არ მოსულაო)" - მეექვსე არისო ანუ სსრკ დაინგრა და პუტინის ახალი იმპერია ჯერ არ ჩამოყალიბებულაო), მეცხრე რქა, მეცხრე მეფე - ბორის ელცინი, დროებით დაცემული და აგონიაში მყოფი იმპერიის მმართველობა 1991-1999წწ.

10. ერთდროულად მეშვიდე და მერვე თავი, ერთდროულად მეშვიდე მცირეხნიანი თავი და ეპოქა (მცირეხნიანი ანუ მცირე ხნით იყო პრეზიდენტის მოვალების შემსრულებელიო, იოანეს აპოკალიფსში - იოანეს აპოკ. თ.17, მ.10 - ამას ნიშნავს - "მეორე (ანუ მეშვიდე მცირეხნიანი თავი) კი ჯერ არ მოსულა და, როცა მოვა, მცირე ხანს დარჩება") და მერვე თავი და ეპოქა (იოანეს აპოკალიფსში - იოანეს აპოკ. თ.17, მ.11 - ამას ნიშნავს - "მხეცი, რომელიც იყო და არ არის (666-ის კოდის სახელის მქონე ანუ ვლადიმერის სახელის მქონე იყო და არ არისო, 666 - პირველი და უკანასკნელის გარდა, სხვა არავინ იქნებაო, სულ ბოლო მერვეც, იგივე პირველის სახელის კოდით 666-ით იქნებაო), მერვეა, შვიდთა რიცხვიდან (მერვე ამავე დროს შვიდთა რიცხვიდან არისო ანუ მერვე იგივე მეშვიდე თავიაო), და დაღუპვისაკენ მიდის."), მეათე რქა, მეათე მეფე - ვლადიმერ (მხეცის უკანასკნელი მტარვალ-დიქტატორი, სახელის კოდი - 666, მხოლოდ მას იგივე აქვს, როგორც პირველს ანუ ვლადიმერ ლენინს) პუტინი, ახალი იმპერიის მმართველობა 1999წ. -???? (ნოსტრადამუსის მიხედვით უკანასკნელი იმპერატორის, მტარვალისა და ტირან-დიქტატორის მმართველობის 27 წელი). ვლადიმერ პუტინის მმართველობა ორ ეტაპად იყოფა. იგი 1999წ. 9 აგვისტოს პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, ხოლო იმავე წლის 31 დეკემბერს, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც გახდა და მთელი ძალაუფლება ხელში აიღო. 2000 წლის 26 მარტს ის პრეზიდენტად იყო არჩეული. ამის შემდგომ იმპერიის მეშვიდე თავი, მისტიურ მერვე თავად შეიქმნა, (ამიტომაც არის მერვე, თანაც შვიდთა რიცხვიდან).

შენიშვნა: 2008წ. მოქმედი პრემიერი მედვედევი პრეზიდენტი გახდა, პუტინი კი პრემიერი, პუტინი არსად წასულა. ქვეყანას აბსოლიტურად ერთპიროვნულად, ფაქტიურად მაინც პუტინი მართავდა, ხოლო მედვედევი კი პუტინის მარიონეტი იყო. ამიტომაც იგი არ შედის იოანეს აპოკალიფსის შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცის ტირან-დიქტატორების ჩამონათვალში.



წერილის ავტორი: დანიელ სავანელი.



image


image


image

image





0
407
2-ს არ მოსწონს
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
407